აწყურთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სოფელ აწყურთან საავტომობილო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მსუბუქად დაშავდა. „გალფის“ დიზელის გადამზიდი ავტომობილი გადაბრუნდა და დისტრიბუციის მიკროავტობუსს შეეჯახა, შედეგად დიზელმზიდის მღოლის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის განმარტებით, მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.

შემთხვევა დღეს, 11 მარტს 15:40 საათზე მოხდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სპეციალური ტექნიკით, საწვავით დატვირთული ავტომობილის გადატანას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა.
თვიოთმხილველები ამბობენ, რომ ავტომანქანა გადაჭრაბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ავზიდან დიზელი გაზაზე გადმოიღვარა.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე.