წაერთმევა თუ არა ვაჩიანის სკოლის საბჭოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება?

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 ივნისამდე საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები უნდა გაიმართოს. სამეურვეო საბჭო, არსებული კანონმდებლობის თანახმად -ის ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია აირჩიოს სკოლის დირექტორი.

„სამეურვეო საბჭო კონკურსგავლილი დირექტორობის კანდიდატებიდან ირჩევს დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე“ (საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, 2 პუნქტი, მუხლი 42).

თუმცა, როგორც ირკვევა, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი სასწავლო დაწესებულებები, სადაც კანონი სრული ძალით ვერ ფუნქციონირებს.

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-გამოცემა Jnews-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სოფელ ვაჩიანის სკოლა ახალ დირექტორს ირჩევს“. სტატიაში სოფელ ვაჩიანში მდებარე სკოლის ახალი დირექტორის დანიშვნაზეა საუბარი. თითქოს და ჩვეულებრივი ამბავი… მაგრამ, რეგიონის რეალობა ოდნავ განსხვავდება კანონით დადგენილი წესისგან.

აღნიშნულ სტატიაში მოყვანილია ადგილობრივი რესურს ცენტრის ხელმძღვანელის, ვინმე ტერეზა ჩივჩიანის კომენტარი. „სკოლის სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი არ არის აირჩიოს ახალი დირექტორი. სოფელ ვაჩიანის სკოლის დირექტორს სამინისტრო აირჩევს“, -jnews-თან საუბარში განაცხადა რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა.

„მიუთიუნი“-ს რედაქცია დაინტერესდა -რით განსხვავდება სოფელ ვაჩიანის სკოლის სამეურვეო საბჭო ქვეყანაში მოქმედი სხვა ათასობით საბჭოსგან. რატომ არ აქვთ კანონით მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალება.

ირკვევა, რომ სოფლის სკოლის დირექტორიბისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. აქედან, მხოლოდ ერთი კანდიდატი -არევიკ გაფრიელიანი სარგებლობს სამეურვეო საბჭოს სრული მხარდაჭერით. გაფრიელიანი, სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით -იმავე სოფლის, ვაჩიანის მკვიდრია.

13 მაისს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად -მომავალი დერქტორიბის კანდიდატურებიც იყო განხილული. სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა მხარდაჭერა არევიკ გაფრიელიანს გამოუცხადეს.

ამან, ბუნებრივია, სხვა კანდიდატების გაღიზიანება გამოიწვია. სავარაუდოდ ამ გაღიზიანებამ ზოგი კანდიდატი დეზინფორმაციის გავრცელების გზაზე დააყენა… როგორც იძახიან -ომის დროს ყველა მეთოდი კარგია… თუმცა როდიდან გახდა დირექტორის არჩევის, კანონით დადგენილი წესი, ომის ტოლფასი?! ყოველ შემთხვევაში ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

ვაჩიანის სკოლის დირექტორობაზე კანდიდატთა სია -განათლების სამინისტროს უკვე წარედგინა. სამინისტროს მხრიდან სიის დამტკიცების შემდეგ უფლებამოსილი ორგანო -სამეურვეო საბჭო, კანონით დადგენილი წესით აირჩევს სასურველ კანდიდატს. ყოველ შემთხვევაში ქვეყნის სრულ ტერიტორიაზე მოქმედი კანონი ამას გვკარნახობს.

armenian-community.ge