რატომ უნდა დაგმოს ქართველთა სახელმწიფომ სომეხთა გენოციდი

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან უკვე 26 წელი გავიდა. საუკუნის მეოთხედი გასულა იმ მომენტიდან, რაც ქვეყანამ უფლება მოიპოვა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები შიდა თუ საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ამ დროის განმავლობაში საქართველოს მმართველებმა მრავალი სწორი და ნაკლებად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. იყო -ფატალური გადაწყვეტილებებიც. თუმცა, ერთი საკითხის მიმართებით საქართველომ საკუთარი პოზიცია დღემდე ვერ დააფიქსირა. საქართველოს, ჯერჯერობით დაგმობილი არ აქვს 1915-23წწ. სომეხთა გენოციდი. იბადება კითხვა -რატომ? და საერთოდ -რა აუცილებელია საქართველოს სახელმწიფომ ამ საკითხის მიმართ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს?

მანამდე, სანამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ვეცდებით, აუცილებელია ფასეულობათა სისტემაზე შევჯერდეთ, რომელშიც შემდგომში საქართველოს მიერ სომეხთა გენოციდის დაგმობა-არდაგმობის აუცილებლობას განვიხილავთ. განვიხილავთ კითხვას -რატომ უნდა დაგმოს გენოციდი სახელმწიფომ, რომელსაც სომხურ სახელმწიფოსთან და სომეხ ერთან მრავალსაუკუნოვანი კავშირები აქვს.

ყველაზე მარტივი პასუხი კითხვაზე -რატომ უნდა დაგმოს საქართველოს სახელმწიფომ სომეხთა გენოციდი, მორალური და ცივილური ფასეულობებიდან გამომდინარეობს. უნდა დაგმოს იმიტომ, რომ გენოციდი -კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. სახელმწიფო, რომელიც საკუთარ თავს ევროპულ ცივილიზაციას მიაკუთვნებს, რომელიც ზოგადევროპულ მორალურ-კულტირილი ნორმებისადმი ერთგულებას დეკლარირებს, აღიარებს ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობის სიწმინდესა და უზენაეს ფასეულობად მიიჩნევს მას -ბუნებრივია უნდა დაგმოს გარკვეული ნიშნით ადამიანთა ჯგუფის მასობრივი განადგურება, გენოციდი. უნდა დაგმოს იმიტომ, რომ ამას ევროპის კავშირი და ევროპული ცივილიზაცია მოგვიწოდებს.

გენოციდის დაგმობა -ის აუცილებელი ნაბიჯია, რომელიც მომავალში, სხვა ჯგუფებისა და ერების მიმართ იგივე დანაშაულის ჩადენის პრევენციას უზრუნველყოფს.

შეგვიძლია უსასრულოდ ჩავღრმავდეთ საკითხის მორალურ ასპექტში -ქრისტიანობა, მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრება, კულტურული მზგავსება, სწრაფვა ევროპისაკენ და ა.შ. ეს, საყოველთაოდ ცნობილი ფუნდამენტური პრინციპებია, რომლებიც, რაოდენ უცნაური არ უნდა იყოს, საქართველოს მიერ სომეხთა გენოციდის დაგმობის საკითხში -მეორე და მესამე პლანზე გადადის.

სამწუხარო ფაქტია, იმ დანაშაულის დაგმობის საკითხი, რომელიც ფაქტობრივად საქართველოს „კართან“, ქართველი ერის თვალწინ განხორციელდა -დღეს, ღრმა პოლიტიკური ელფერი მიიღო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკითხის პოლიტიკურ ქვეტექსტს -საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველა დონეზე აღიარებენ.

უკვე 26 წელია, რაც სამარცხვინო დუმილის გასამართლებლად ქართულ პოლიტიკურ ელიტას ერთადერთი არგუმენტი მოჰყავს -„სომეხთა გენოციდის დაგმობამ, შესაძლებელია საგრძნობლად გააფუჭოს საქართველოს ურთიერთობები თურქეთთან და აზერბაიჯანთან“. ეს, არის ის ძირითადი „არგუმენტი“, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება თურქეთს, ჩადენილი დანაშაულისთვის მორიგი სილის გაწნისგან, გენოციდის დაგმობისგან იცავს.

მოდით გავერკვიოთ, თუ რა წონა აქვს საქართველოს ამ პოზიციას,  გენოციდის არდაგმობით  მართლაც ზრუნავს საკუთარ ეროვნულ, მეტ წილად ეკონომიკურ ინტერესებზე, ან ხომ არ აზიანებს სინამდვილეში ეს ყველაფერი ქართული სახელმწიფოს ჭეშმარიტ ინტერესს? თანმიმდევრულად მივყვეთ.

ორ თურქულ სახელმწიფოს შორის მოქცეული საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა -მას აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სახმელეთო კავშირის უზრუნველყოფის უალტერნატივო უპირატესობას ანიჭებს. უალტერნატივო იმიტომ, რომ მეორე სახელმწიფო, ასევე თურქულ სახელმწიფოებს შორის მყოფი სომხეთის რესპუბლიკაა და არსებული რეალების პირობებში სომხეთისა და არცახის გავლით აზერბაიჯანის თურქეთთან დაკავშირების უზრუნველყოფა ფანტასტიკის სფეროსაც კი სცდება.

წლების განმავლობაში, თურქული სახელმწიფოების კავშირის უზრუნველმყოფელი ქვეყანა -საქართველო, თვითონაც კი ვერ ამჩნევს, როგორ აღმოჩნდა გაბმული თურქული სახელმწიფოების სრულ ურთიერთინტეგრაციაზე მიმართულ ყველა პროექტში. საქართველო თურქულ-აზერბაიჯანულ სამხედრო-პოლიტიკურ, თითქმის ყველა კავშირში მონაწილეობს. მისი ტერიტორია აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალი ნავთობისა და გაზსადენების მაგისტრალია. დასასრულს უახლოვდება რკინიგზის მშენებლობა, რომელიც ბაქოსა და ანკარას დააკავშირებს ერთმანეთთან, ხორციელდება ვაჭობა და ა.შ.

ბუნებრივია, გარკვეულ ფინანსურ სარგებელს საქართველოც იღებს, რადგან იგი სხვადასხვა პროდუქტებისა და ტვირთების საკუთარი ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებისთვის შემოსავალს იღებს. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს გავლით მიმდინარე საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უშუალო მომხმარებელი, პატრონი და ექსპლუატატორი -აზერბაიჯანი და თურქეთი, არსებული „თანამშრომლობისგან“ ჯეროვნად მეტ სარგებელს იღებენ… მეტიც, „სტრატეგიული პროქტების“ მეპატრონე არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ საკითხებსაც ჭრის.

მაშ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო სომეხთა გენოციდს დაგმობს? თურქეთი და აზერბაიჯანი უარს იტყვიან საქართველოს, როგორც ტრანზიტის უზრუნველმყოფი სახელმწიფოს მომსახურებაზე? რა თქმა უნდა -არა!

რას გულისხმობენ ქართველი პოლიტიკოსები, როდესაც ამტკიცებენ, რომ საქართველოს მიერ სომეხთა გენოციდის დაგმობა თურქეთს გაანაწყენებს? იქნებ მათ ეშინიათ იმის, რომ თურქეთი საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას შეწყვეტს?

ურიგო არ იქნება შევახსენოთ პატივცემულ მკითხველს, რომ თურქული „მხარდაჭერა“ უპირველეს ყოვლისა თვით ამ სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებით და რუსეთთან არსებული ურთიერთობებით არის ნაკარნახევი. საკმარისია დავინტერესტდეთ -რა ეკონომიკურ პროექტებს ახლორციელებს თურქეთი თვითგამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. აფხაზურ პორტებში თურქული გემები ყოველდღიურად შედიან, მიმდინარეობს აქტიური ვაჭრობა, არსებობს კავშირი პოლიტიკურ დონეზეც. ასე რომ, თუ ვინმეს ჯერ კიდევ სჯერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი თურქეთის ერთგულების -ეს „ვიღაცა“ ღრმად ცდება.

გენოციდის დაგმობის წინააღმდეგ მომუშავე ქართველი პოლიკიტოსების „არგუმენტი“ ვერანაირ, ზედაპირულ კრიტიკასაც კი ვერ უძლებს. საქართველო, თურქეთს საკუთრი ეროვნული პროგრამების განსახორციებლად სჭირდება. სჭირდება, როგორც ჰაერი და მოუტანს თუ არა სარგებელს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს თურქული ოცნების აღსრულება -საკმოდ საეჭვო საკითხია.

რთულია დავიჯეროთ რომ საქართველოს ხელისუფლებას ეს არ ესმის. რა თქმა უნდა -ესმის და ამ კონტექსტში სომხეთა გენოციდის დაგმობა-არდაგმობის საკითხი, მართლაც რომ მეორე პლანზე იწევა. რა დაგმობაზე შეიძლება ვისაუბროთ იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება, საკუთარ სახელმწიფოს -თურქეთის ეკონომიკურ-ტერიტორიულ საყრდენად მიიჩნევს.

სომეხთა გენოციდის დაგმობა, საქართველოს კარგ შესაძლებლობას ანიჭებს ეცადოს თურქეთის დამახრჩობელ ჩახუტებას დააღწიოს თავი. ეს შეიძლება სტიმულიც ყოფილიყო, რომ ქვეყანა ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის გზით განვითარებულიყო

თუმცა, მოდით ვიყოთ რეალისტები -დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფალი მინიშნებებსაც კი არ იძლეოდნენ, რომ სურვილი ჰქონდათ ქვეყანა და მოქალაქეები ჭეშმარიტად დამოუკიდებელი გაეხადათ. ერთადერთი სურვილი, რაც მმართველთა ქმედებებში იკვეთებოდა -პირადი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, და როგორც ინსტრუმენტი, ხელისუფლების სათავეში ყოფნის დროის მაქსიმალური გახანგრძლივება იყო… ამაში კი, თურქული სახელმწიფოები მათ დღემდე აქტიურად უწყობენ ხელს.

საქართველოს მიერ სომეხთა გენოციდის დაგმობის საკითხი უწყვეტად არის დაკავშირებული კითხვასთან -გახდება საქართველო დამოუკიდებელი, თუ თურქულ გარემოში გაზავდება. ეს კი, დაგვეთანხმებით, არც მორალური და არც პოლიტიკური სიბრტყის საკითხია.

სომეხთა გენოციდის დაგმობა, საქართველოსთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს. ეს კი ქართველთა ეროვნულ ინტერესის საგანია. გვრჩება ერთი რამ-დავეხმაროთ ხელისუფალთ გაითავისონ, რომ არჩეულ იქნან არა უცხო, არამედ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად.