ვინ გასცა სპეციალური დანიშნულების რაზმების კუმურდოში შეყვანის ბრძანება, რა მიზნით?

30 სექტემბერს სოფელ კუმურდოში (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების ღია მონაწილეობითა და რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების მოწინააღმდეგთა ინტერესის ფარული მონაწილეობით -სამარცხვინო ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

სოფელ კუმურდოში -მეათე საუკუნით დათარიღებული ტაძარი მდებარეობს, სადაც 2016 წლიდან სარესტავრაციო სამუშაოები ხორციელდება.

არავისთვის არის საიდუმლო, რომ თანამედროვე საქართველოში სარესტავრაციო სამუშაოები, ხშირად რესტავრაციის ელემენტარული ნორმების უხეში უგულველყოფით ხორციელდება. საკმარისია გავიხსენოთ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, დავით-გარეჯში ან/და სხვა ძეგლში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოები, იმისათვის რომ დავრწმუნდეთ, რომ, სამწუხაროდ უხშირეს შემთხვევაში რესტავრაცია არა ძეგლის ავტენთურობის შესანარჩუნებლად, არამედ კონკრეტული სამღვდელო პირის/ჯგუფის „ახირების“ დასაკმაყოფილებლად ხორციელდდება. ბუნებრივია, არც კუმურდოს ტაძარია გამონაკლისი.

კუმურდოს ქალკედონური ტაძრის ტერიტორიაზე, რესტავრაციის პროცესში -უამრავი სამარხი იყო აღმოჩენილი. ათობით, ასობით წლის წინ მიძინებული ქრისტიანების ნეშტები (ძვლები) სამარხებიდან იყო ამოღებული. ადგილობრივი მოსახლეობის რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ აღმოჩენილი ნეშტების გადასაფლავება მოხერხდდა. თუმცა, არა პირვანდელ ადგილას, არამედ საეკლესიო ეზოს ერთ-ერთ კუთხეში მოწყობილ კოლექტიურ სამარხში.

30 სექტემბერს შექმნილი დაძაბულობის მიზეზი გახდა ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი კოლექტიურ სამარხზე ჯვარი (ხაჩქარი) დადგან.

კუმრდოელების სამართლიან სურვილს სახელმწიფომ სპეციალური დანიშნულების რაზმი დაუპირისპირა, რომელიც კუმურდოში ჩასვლისთანავე, ეკლესიის ეზოში მყოფი მოსახლეობის დარბევა დაიწყო.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ჯ-ნიუსის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს და ისმის, თუ რა მეთოდებით ცდილობდა სპეცრაზმი ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილების დამორჩილებას.

სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ გამოყენებული არათანაბარი ძალადობის შემდეგ (მოსახლეობას ხელკეტებით არბევდნენ, იყო გამოყენებული ასევე ცეცხსასროლი იარაღი, ფიზიკური სხვა და სიტყვიერი შეურაწყოფა), სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით მოსახლეობა ქვების სროლა დაიწყო. ეს იყო კუმურდოელების პასუხი მათ წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობაზე.

ძალადობის გამოყენება -ვის მიერ არ უნდა ხორციელდებოდეს, დაუშვებელი და მიუღებელია. თუმცა, თუ სახელმწიფო, მოსახლეობის უკმაყოფილების ჩახშობის მიზნით საკუთარივე მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივ მეთოდს მიმართავს, მოსახლეობას სრული უფლება აქვს თავდაცვას მიმრთოს. რაც მოხდა სოფელ კუმურდოში.

მას შემდეგ, რაც სოფელ კუმურდოში ვითარება უკიდურესად დაიძაბა და აშკარა გახდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის, სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისთვის ძალადობრივი დასჯა -უშედეგოა, შემთხვევის ადგილას ადგილობრივი ჩინოვნიკები და სხვა დაინტერესებული პირები ჩამოვიდნენ. დღის ბოლოს კი კუმურდოს შინაგან საქმეთა მინისტრიც კი ეწვია, რომელმაც ადგილობრივებს ამცნო, რომ ჯვრის აღმართვის საკითხი -სომხურ და ქართულ ეკლესიებს შორის არსებული დიალოგის ფარგლებში გადაწყდება.

მოგვიანებით საქართველოს შსს-მ განაცხადება გაავრცელა, საიდანაც ვიგებთ, რომ ადგილობრივი რამდენიმე მოსახლის წინააღმდეგ, ვინც სახელმწიფოს სახელით მოძალადე სპეცრაზმელებს არ დაემორჩილა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

უპირველეს ყოვლისა გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ სპეცრაზმელების წინააღმდეგ, ვინც მოსახლეობაზე იძალადეს და ფაქტობრივად დაძაბულობის პროვოცირება მოახდინა, არანაირი საქმე აღძრული არ არის. იმდი გვრჩება, რომ მზგავსი გამოძიება იქნება ჩატარებული და დამნაშავე დაისჯება.

თუმცა, აღშფოთებას -სხვა გარემოები იწვევს.

ვინ გასცა სპეციალური დანიშნულების რაზმების სოფელ კუმურდოში შეყვანის ბრძანება. მოსახლეობის დაშინების, ძალადობის განხორციელების მიზნით?

ეკლესიათშორისი დიალოგის დონეზე რატომ უნდა წყდებოდეს სამრხთან ჯვრის აღმართვის საკითხი? და საერთოდ -კუმურდოში მდებარე ტაძრის კუთვნილობის საკითხი განიხილება, რო ე.წ. „სადავო ეკლესიების“ კონტექსტში?

თუ ტაძრის რეკონსტრუქციას სახელმწიფო აწარმოებს მაშინ ჯვრის აღმართვის საკითხიც სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში რისთვის არის საჭირო ყოველთვიურად სახელმწიფო ბიუჯეტის მფლანგველი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არსებობა?

არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება და მოდით დავფიქრდეთ -რისთვის გვჭირდება „ორგანოს“ არჩევა თუ ის სოფელში შექმნილ ელემენტარულ საკითხსაც კი ვერ აგვარებს? ნუთუ ქრისტიანულ სახელმწიფოში ჯვრის აღმართვა კონფლიქტი უნდა წარმოქმნას?

იმ შემთხვევაში კი თუ ეს საკითხი მართლაც ეკლესიათშორისი დიალოგის დღის წესრიგის ნაწილი უნდა იყოს, მაშინ იქნებ სომხური ქალკედონური ეკლესიის აღდგენაზე ხომ არ გვეფიქრა, ჯობია. სწორედ ამ ეკლესიამ უნდა აწარმოოს კუთვნილი მემკვიდრეობის დაბრუნების ირგვლივ მოლაპარაკებები.

შემქნილ ვითარებაში ერთადერთი რამ არის ოპტიმიზმის მომცემი. არც ერთ მხარეს (ადგილობრივი მოსახლეობა და საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება) კონფლიქტი არ სსურთ. ყველას ესმის, რომ შექმნილი კონფლიქტით, აუცილებლად, სახელმწიფოს მტრები ისარგებლებენ. სწორედ აღნიშნული გვაძლევს იმედს, რომ ადრე თუ გვიან, სახელმწიფო ძალებს გამონახავს შიში დაძლიოს და საკუთარ უფლებამოსილებებს სხვას, თუნდაც პატივცემულ ეკლესიას -აღარ გადააბარებს.

საქართველოს სომეხთა სათვისტომო