დღეს, ახალციხეში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.

სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცენტრალურ პარკში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულთა გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგეს.

გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად პარაკლისი ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა იოანემ გადაიხადა.

8- აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ახალციხის სამუსიკო სკოლაში გაიმართა.
ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომრები შეასრულეს ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“, ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის მგალობელთა გუნდმა, დებმა ვახტანგიშვილება, სახალხო მთქმელმა ვასილ კვინცხაძემ და ალექსანდრე კურტანიძემ.

სამუსიკო სკოლაში შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ომის მოვლენები. ნაჩვენები იყო აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრები.