სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყო რესპუბლიკურმა სამეცნიერო კონფერენციამ ,,სახელმწიფოს ენობრივი პოლიტიკა და სამცხე-ჯავახეთის ონომასტიკა“

22 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, მუშაობა დაიწყო რესპუბლიკურმა სამეცნიერო კონფერენციამ ,,სახელმწიფოს ენობრივი პოლიტიკა და სამცხე-ჯავახეთის ონომასტიკა“.

„საინტერესო კონფერენციას დავესწარით დღეს და საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველ ნაშრომებს გავეცანით. ამასთანავე, ვფიქრობ, ღონისძიების სამცხე-ჯავახეთში ჩატარება ორგანიზატორების მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო. მსგავსი სამეცნიერო კონფერენციების გამართვა თავის მხრივ ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის პოპულარიზებას, ისე კომპეტენტური საზოგადოების მიერ ამ კუთხის მრავალფეროვანი ისტორიით დაინტერესებას – რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
იმედი გვაქვს, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ახალციხეში პერმანენტულ სახეს მიიღებს და ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობაც მივიღოთ მის ორგანიზებაში-“აღნიშნა მხარის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა
კონფერენცია ტარდება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მონაწილეობით