ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩატარდა

21 ნოემბერს ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა: კარდიოლოგიის პულმონოლოგიის,ოფთალმოლოგიის ენდოკრინოლოგიის ასევე სხვადასხვა სისტემის ეხოსკოპია.

ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ხათუნა კეკელაშვილის თქმით:

„მსგავსი ტიპის გამოკვლევები სისტემატიურია და დროდადრო სხვადასხვა მიმართულებით ხდება , ასევე მან აღნიშნა, რომ ექიმები ჩამოდიან თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან. დღეს ოთხი ადგილობრივი ექიმი და ერთი თბილისიდან ჩამოსული ექიმი უტარებდა გამოკვლევას მოქალაქეებს.“

ერთ- ერთი მოქალაქე აღნიშნავს : „ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი გამოკვლევები ხშირად ჩატარდეს ვინაიდან ხალხს არ აქვს საშუალება, რომ ექიმთან მივიდეს ხშირად ის მინიმალური 30 ლარიც არ აქვს და ხშირ შემთხვევაში უფრო ძვირიც ჯდება გამოკვლევა.  ჯერ იმას დარდობ ექიმთან როგორ მიხვიდე და მერე იმას როგორ იყიდო წამლები.ძალიან კარგია ასეთი შესაძლებლობა, რომ არის მართალია პერიოდულად მაგრამ მაინც.“