დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხდარდამჭერები მშვიდობიან აქციას სამცხე-ჯავახეთიდანაც შეუერთდნენ

დღეს, 2 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიცია „ ძალა ერთობაშია” რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის  წინ საპროტესტო აქციას მართავს, საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 29 ნოემბერს  განაცხადა   მშვიდობიანი აქციის შესახებ და მხარდამჭერებს მოუწოდა აქციაზე მისვლისკენ.

გაერთიანებლი ოპოზიცია ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მოითხოვს და სურს , რომ არჩევნები პროპორციული პრინციპით ჩატარდეს.

მშვიდობიან საპროტესტო აქციას  ახალციხიდანაც შეუერთდნენ. როგორც ცნობილია გაერთიანებლი ოპოზიციის მხარდამჭერები დილიდან წავიდნენ აქციაზე დასასწრებად.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლომდე აპირებენ ბრძოლას კონსტიტუციის ფარგლებში რათა აღადგინონ სამართლიანობა და ქვეყნისთვის სასიკეთო რეფორმები განახორციელონ.