N1 საჯარო სკოლაში იმიტირებული გაეროს მოდელირება მოეწყო

განათლების სამინისტროს  სასკოლო აქტივობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში  დაფინანსდა პროექტი „წიგნების მეგობარი“ , ჩამოყალიბდა მკთხველთა კლუბი .

პირველი სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში წაიკითხეს  რ.ჯ.  პალაციოს წიგნი საოცრება რომელიც მოგვითხრობს შეზღდული შესაძლებლობის მქონე ბიჭზე , პრობლემებზე რომწლსაც ის მისი ოჯახის წევრები მეგობრები აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სამოქალაქო განათლების პედაგოგის ნინო ნადირაძის თქმით „ აღნიშნლი პროექტი მოიცავდა 20 გაკვეთილს , რომლის ფარგლებშიც წავიკითხეთ წიგნი პარალელები გავავლეთ ჩვენს რეალობასთან , ვიმსჯელეთ პრობლემების გადაჭრის გზებზე , წიგნის წაკითხვის შემდეგ დავხატეთ კომიქსები და განვიხილეთ , ასევე ვიყავით ტალითა კუმში და რამდენიმე საათი გავატარეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ერთად მათთან ერთად  ჩავერთეთ სხვადასხვა აქტივობაში , ამ პროექტის ფარგლებში დავგეგმეთ იმიტირებული გაეროს  მოდელირება  სადაც 18 ქვეყნის წარმომადგნლები დელეგატები იყვნენ ჩვენი მოსწავლეები ისინი გაეცვნენ იმ ქვეყნების პრაქტიკას რომლესაც წარმოადგენენ  და დღეს თქვენც ნახეთ როგორ წარმოაჩინეს ეს საკითხი გაეროს იმიტირებულ მოდელირებაზე.

პროექტის ფარგლებში ჩვენ ვიყიდეთ რ.ჯ პლაციოს წიგნი რომელსაც გადავცემთ სკოლის ბიბლიოთეკას , ჩვენი მიზანია ახალგაზრდების დამოკიდებულება შეიცვალოს შშმ პირების მიმართ .

3 დეკემბერი შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა სწორებ ამ დღეს იმსჯელეს მოსწავლეებმა შშმ პირთა პრობლმებზე და პრობლემების მოგვარების მათეული ხედვა დაანახეს აუდიტორიას.