ახალციხის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შეხვედრა გაიმართა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდების უფლებების შესახებ

4 დეკემბერს 13:40 საათზე „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისის ორგანიზებით, გენდერული  ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში,   გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა  ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდების უფლებების შესახებ.

შეხვედრას იურიდიული დახმარების სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსი დავით ზარიძე წარუძღვა. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ახალციხის #1 საჯარო სკოლის უფროსკლასელები და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ნადირაძე.

შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ადგილობრივი შესაძლებლობის გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისთვის“ ფარგლებში შეიქმნილი ფილმი სახელწოდებით „კოცნა მარტო კინოშია“.

შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს, ადრეულ ქორწინებაზე, არასრულწლოვანთა  განათლების უფლებებზე, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.  შეხვედრის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში და გამოხატავდნენ საკუთარ აზრს ადრეული ქორწინების და ძალადობის შესახებ .