დღეს რაბათში მდებარე გრიგოლ განმანათებლის სომხურ ეკლესიაში სპიტაკის მიწისძვრის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა.

7 დეკემბერს გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხურ ეკლესიაში ახალციხისა და ბორჯომის სათვისტომოების სულიერმა მოძღვარმა, ბერმა ჰაკობ სააკიანმა პარაკლისი გადაიხადა.
დღეს 30 წელი შესრულდა 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრიდან , რომელსაც 25 000 ადამიანი ემსხვერპლა , სრულიად დაინგრა ქალაქი სპიტაკი და 58 სოფელი მის გარშემო; ნაწილობრივ დაინგრა ქალაქები: ლენინაკანი (დღევანდელი გიუმრი), სტეფანავანი, კიროვაკანი და დაახ; 400 დასახლებული პუნქტი. მიწისძვრამ 16.2 მილიარდი დოლარის ზარალი მოიტანა. დაღუპულების გარდა, დაახლოებით 19 ათასი ადამიანი დაშავდა, ხოლო 500 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
ახალციხის და ბორჯომის სათვისტომოს სულიერი მოძღვარი ბერი ჰაკობ სააკიანი Akhaltskha.net-ის ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნავს : „დეკემბრის 7 რიცხვი ჩვენთვის სომხებისთვის რთული დღეა, იმიტომ რომ ოფიციალური მონაცემებით დავკარგეთ 25 000- მდე ადამიანი, ჩვენ ყოველ წელს ვიკრიბებით ეკლესიაში , ვლოცულობთ იმისთვის, რომ მათი სულები იყვნენ ნათელში . მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას მათ მიერ გაწეული დახმარების და თანადგომისთვის, იმისთვის რომ ასეთ მძიმე დღეს ჩვენ გვერდით იყვნენ და დიდი დახმარება გაუწიეს სომეხ ხალხს.“
1988 წელს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს ახალგაზრდები ესწრებოდნენ ასევე ასაკიანი ადამიანები, რომელთა თქმით ეს დღე სომეხი ხალხისთვის ძალიან მძიმეა.
„ მიუხედავად იმისა, რომ 30 წელი გავიდა დღესაც ისეთივე სიმძაფრით ვიხსენებ იმ მოვლენებს როგორც 30 წლის წინ ჩემთვის ძალიან რთულია ამაზე საუბარი .“