სპიტაკის მიწისძვრის 30 წლისთავთან დაკავშირებით ქართველ ექიმს გადაეცა საელჩოს სამადლობელო წერილი

სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ქართველ ექიმს თეიმურაზ გოგიძეს, გადაეცა საქართველოშ სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს სამადლობელო წერილი. ექიმმა თეიმურაზ გოგიძემ სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ თბილისში ჩაუტარა ოპერაცია ათეულობით დაჭრილს.

ელჩმა რუბენ სადოიანმა მთელი სომეხი ერის სახელით ექიმ გოგიძის თაოსნობით მადლობა გადაუხადა მოძმე ქართველ ხალხს იმ ძალიან მძიმე ჟამს სომეხი ხალხისადმი გაწეული ფასდაუდებელი დახმარებასათვის. მან ბრძანა, რომ ეს დახმარება არასდროს იქნება დავიწყებული და ყოველთვის გაიხსენება მადლიერებით.

ექიმმა გოგიძემ აღნიშნა, რომ შეძრწუნიბით იხსენებს იმ დღეებს, რადგანაც არასდროს უნახავს მსგავსი რაოდენების დაჭრილები. მისი სიტყვებით, მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა პატარა ბავშვისთვის, სახელად ლილი, ჩატარებულმა მძიმე ოპერაციამ, რის შემდგომაც მასთან კავშირი გაწყდა. მან გამოთქვა იმედი, რომ ამ სამადლობელო წერილის გადაცემის ამბის გაშუქება, შესაძლებლობას მისცემს ლილის იპოვოს თავისი მკურნალი ექიმი.