ეროვნებით სომეხმა კარინემ ქუჩაში 37 000 აშშ დოლარი იპოვა და მფლობელს დაუბრუნა

რამოდენიმე დღის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისელმა სტუდენტმა ქუჩაში 37 000 აშშ დოლარი იპოვა და, პოლიციის მეშვეობით, მფლობელს გადასცა. როგორც აღმოჩნდა, ამ კეთილშობილური ნაბიჯის გმირი, ეროვნებით სომეხი, წარმოშობით ჯავახეთიდან, კარინე ბაგირიანი იყო, რომელიც დღეს სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში რუბენ სადოიანმა მიიღო.

ელჩმა სადოიანმა მადლობა გადაუხადა კარინეს ასეთი პატიოსნების გამოხატვისთვის და ყველასათვის საუკეთესო მაგალითის მიცემისათვის. მან აღნიშნა, რომ დღევანდელ მსოფლიოში ასეთი ადამიანური ნაბიჯის ფაქტი ცხადყოფს, რომ პატიოსნება და სიკეთე ჯერ კიდევ არ არის გაუფასურებული და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში.

კარინე ბაგირიანმა მადლობა გამოთქვა მიღებისათვის და მისსადმი გამოხატულ კეთილგანწყობისათვის.