გიორგი მარგველაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მისი ბლოკის „ჩემი ნაბიჯი“ გამარჯვება მიულოცა და მას სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში შთამბეჭდავი ნაბიჯი უწოდა.

როგორც სატელეფონო საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სომხეთში ჩატარებული არჩევნების შედეგები დადებითად აისახება სომხეთის მომავალ დემოკრატიულ განვითარებაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა ნიკოლ ფაშინიანს იმ რეფორმების გზაზე, რომელიც სომხეთში იგეგმება და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო – სომხეთს შორის ისტორიული მეგობრობა და ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება.

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა მილოცვისათვის და იმ პერსონალური წვლილისათვის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა შეიტანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში და განაცხადა, რომ სომხეთი დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნისა და საიმედო პარტნიორის მხარდაჭერას.