შედგა ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძე სთან

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა მიულოცა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება და “ჩემი ნაბიჯი” ალიანსის დამაჯერებელი გამარჯვება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს წარმატებები უსურვა მომავალი მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე და სომხეთის ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელების საქმეში.

ნიკოლ ფაშინიანმა მამუკა ბახტაძეს მადლობა გადაუხადა მილოცვისათვის და გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთისა და საქართველოს მთავრობები გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარებისა და ხალხთა კეთილდღეობის მიზნით.