17 დეკემბერს მართლმადიდებელი სამყარო წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს ბარბარე მამისგან მალულად გახდა ქრისტიანი, რამაც დიოსკორე ისე განარისხა, რომ ქალიშვილს თავად მოჰკვეთა თავი. მოგვიანებით დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.

ბარბარეს წმიდა ნაწილები დასვენებულია კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.

დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა ლოცვა აღევლინება.