ჯავახეთის სომეხ მოსახლეობას მოვუწოდებთ არ გაებან მოსკოვის მახეში

საქართველოში ვითარდება რუსული კოლონიალიზმისგან განთავისუფლების პროცესის მორიგი ეტაპი. პარალელურად, საქართველო იძულებულია მობილიზდეს თურქულ-აზერბაიჯანული გაფართოების წინააღმდეგ.
საქართველოს დეკოლონიზაცია საკმაოდ მნიშვნელოვნად ზემოქმედებს სომხეთის დეკოლონიზაციის პროცესზე. ხოლო თურქულ-აზერბაიჯანული გაფართოების წინააღმდეგ მასთან ახლო თანამშრომლობის პერსპექტივა ჩვენი საგარეო უშიშროების შენარჩუნების კუთხით ახალ ჰორიზონტს გახსნის.
ამის საპასუხოდ, მოსკოვი კიდევ ერთხელ ააქტიურებს თავის ტრადიციულ პოლიტიკას – „დაყავი და იბატონე“. თავის მხრივ, თურქულ-აზერბაიჯანული მხარე დაძაბულობებს ჰქმნის საქართველოს წინააღმდეგ და ელოდება, თუ როდის დასუსტდება იგი შინაგანად, რათა წამოიწყოს გაფართოების მორიგი ეტაპი.
მოსკოვი საქართველოში „დაყავი და იბატონე“ პოლიტიკის ძირითად რესურსს ჯავახეთის სომეხ მოსახლეობაზე ხარჯავს. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ამისთვის საქართველოს მთავრობის ეროვნული პოლიტიკა არსებითად ხელსაყრელ პირობებს ჰქმნის ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის მიმართ.
იმისათვის, რომ ვიყოთ სამართლიანები, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯავახეთის სომეხ მოსახლეობაში გავრცელებული რუსული გავლენა მნიშვნელოვნად ზემოქმედებს საქართველოს მთავრობების უარყოფით დამოკიდებულებაზე, მათთან მიმართებაში.
აღნიშნული სერიოზული პრობლემებით, სულ მცირე, ამჟამად სომხურ-ქართული სტრატეგიული ინტერესები ემთხვევიან.
რუსული კოლინიზაციისგან დასაღწევად და თურქულ-აზერბაიჯანული გაფართოების ნეიტრალიზების საკითხებში, ასევე როგორც რეგიონში სწრაფად განვითარებად პროცესებში შეძლებისდაგვარად ერთიანად მოქმედება საქართველოს და სომხეთის არსებობის და განვითარების შეუცვლელი გარანტებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯავახეთის სომეხ მოსახლეობას მოვუწოდებთ იყვნენ გონივრულები და იაზროვნონ საღად, ყველანაირად შეეცადონ თავი ააცილონ მოსკოვის დაძაბულ მახეს და უნებლიედ არ გახდნენ „დაყავი და იბატონე“ პოლიტიკის ინსტრუმენტი და არ შეუწყონ ხელი თურქულ-აზერბაიჯანულ გაფართოების პროგრამებს.

„სასნა წრერ“ ერთიანი სომხური პარტიის სამდივნოს განცხადება

24 ივნისი 2019 წ. ერევანი