ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველო’ს ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ტელეფონით ესაუბრა.

ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა და უსურვა წარმატებები, ნაყოფიერი შრომა და მიღწევები მის მნიშვნელოვან მისიაში.

სატელეფონო საუბრის დროს მოსაუბრეები ასევე შეეხეს სომხეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების საკითხებს. მხარეებმა რწმენა გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლებენ სომხურ-ქართულ თანამშრომლობის დღის წესრიგის ყველა მიღწევების შენარჩუნებას და გამრავლებას.