რეპროდუქციული განათლების მნიშვნელობა

რეპროდუქციული ჯანმრთელობა სასიცოცხლო პროცესია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასთან. რეპროდუქციული ჯანმრთელობა მოიცავს სქესობრივ და რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მას უკავშირდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ოჯახის დაგეგმვა, ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და სხვა. რეპროდუქციული განათლება მიზანმიმართულია კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების ხელმისაწვდომობისაკენ, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და რეპროდუქციული სისტემის ონკოდაავადებების პრევენციისაკენ, უსაფრთხო ორსულობისაკენ და სხვა. აღნიშნული თემები მეტყველებენ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რეპროდუქციული განათლება. რეპროდუქციული განათლების მიზანია თითოეულ ინდივიდს მიაწოდოს ინფორმაცია რეპროდუქციის სოციალური, კოგნიტური, ემოციური და ფიზიკური ასპექტების შესახებ. მისი მიზანია, რომ ინდივიდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ მიიღონ ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ რეპროდუქციული განათლება ადამიანს საშუალებას აძლევს შეისწავლოს საკუთარი უფლებები, პატივი სცეს სხვის უფლებებს. ინდივიდი იძენს უნარს გააკეთოს არჩევანი და მიიღოს ჯანსაღი გადაწყვეტილებები აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში ისე, რომ გავლენა არ მოახდინოს საკუთარ და სხვების კეთილდღეობაზე.
არსებობს არაერთი კვლევა იმის შესახებ, რომ რეპროდუქციული განათლების მიღებით შესაძლებელია დადებითი შედეგების მიღწევა. ამ შედეგებში, რა თქმა უნდა, თავდაპირველად იგულისხმება ცოდნის მიღება, დამოკიდებულებების შეცვლა, სტერეოტიპების დამსხვრევა და სხვა. თუმცა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ რეპროდუქციული განათლების შედეგად: ახალგაზრდები შედარებით გვიან იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას, აღინიშნება სექსუალური კავშირების შემცირება, მცირდება სექსუალური პარტნიორების რაოდენობა და რისკის შემცველი ქცევები, იზრდება კონდომების და სხვა ტიპის კონტრაცეპციის მეთოდების გამოყენების სიხშირე, მცირდება დაავადებების რიცხვი, ამავე დროს მცირდება ადრეული და არასასურველი ორსულობის შემთხვევათა რიცხვი და შესაბამისად მცირდება აბორტების რიცხვიც.
სწორედ რეპროდუქციული განთლების ხელმისაწვდომობის არ არსებობისა და კვალიფიციული და ყოვლისმომცველი ინფორმაციის ნაკლებობის გამო არის ჩვენს სოციუმში ზემოთ ხსენებული ჯანმრთელობის პრობლემები. ყველაზე დიდი ბარიერი, რასაც ვაწყდებით ეს არის ინფორმაციის ნაკლებობა, რომელსაც საბოლოოდ სავალალო შედეგამდე მივყავართ. საზოგადოებას სჭირდება ეს ინფორმაცია, რადგან ეს ინფორმაცია პირდაპირ დაკავშირებულია მათივე ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხთან. ამ ინფორმაციის მიღებაში კი დიდი როლი აქვს განათლების სისტემას. ყველაფრის ქვაკუთხედი ხომ განათლებაა, მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროშიც. თუნცა მნიშვნელოვანია ასევე იმის გათვალისწინებაც თუ რა ფორმითა და მეთოდებით უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რადგან ამ ინფორმაციის მიწოდება ხდება სხვადსხვა ასაკობრივი ჯგუფებსათვის.
ჩემი აზრით ამ პროცესში განათლების ორივე ფორმა უნდა იყოს ჩართული და ინფორმაციის მიწოდება უნდა ხდებოდეს როგორც ფორმალური ისე არაფორმალური განათლების ფარგლებში. ფორმალური განათლების სისტემა ძირითადად მოზარდებთან და ახალგაზრდებთან მუშაობს. არაფორმალური კი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან. ფორმალური განათლების, კერძოდ, საბაზო განათლების მიღება ხელმისაწვდომია ყველასთვის. არაფორმალური განათელბა კი ცალკეული არასმთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ცნობიერების ასამღლებელი კამპანიების მეშვეობით ახდენს ინფორმაციის გაზიარებას საზოგადოებაში, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში ყველა ლოკაციას ვერ მოიცავს. აქედან გამომდინარე განათლების ეს ორი ფორმა აბალანსებს ერთმანეთს და ორივეს მეშვეობით უნდა ხორციელდებოდეს ინფორმაციის მიწოდება. ფორმალური განათლების მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებაში ვგულისხმობ, იმას რომ განათლების სისტემამ უნდა იზრუნოს რეპროდუქციული განათლების სკოლანდელი ასაკიდანვე სწავლებაზე. ბიოლოგიის საათებზე რეპროდუქციული საკითხებისადმი უფრო მეტი დრო და ყურადღება უნდა იქნას დათმობილი, სახელმძღანელოებში რეპროდუქციულ განათლებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი უნდა იქნას განხილული. გარდა ამისა, უნდა დაინერგოს სასწავლო პროგრამა, რომელიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობისა და რეპროდუქციულ უფლებების სწავლებას შეეხება. არაფორმალური განათლების ფარგლებში კი არასამთავრობო სექტორმა უნდა განახორციელოს სპეციალური ტრენინგ–კურსები ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირების მიზნით, რათა სოციუმში არ არსებობდეს სტერეოტიპები და კლიშეები აღნიშნულ თემასთან და საზოგადოებამ გაიაზროს, რომ ეს არ უნდა იყოს ტაბუდადებული თემა.
რეპროდუქციული განათლება გულისხმობს სპეციალურ კურიკულუმზე დაფუძნებულ სწავლებას, იქნება ეს ფორმალურ თუ არაფორმალურ სივრცეში. ამ ყველაფრის შემდეგ კი შესაძლებელი იქნება ფორმალურს გარე განათლების ფარგლებშიც მშობლებისა და ოჯახის წევრების მხრიდანაც ინფორმაციის მიწოდებაც.
მნიშვნელოვანია ასევე ჯანდაცვის სამინისტროს როლი. სამედიცინო პერსონალის მხრიდან უნდა იქნას სერვისების შეთავაზება. სოფლად მცხოვრებ ქალებს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე და კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე.
თუმცა რეპროდუქციული განათლების დანერგვისათვის ცალკეულმა სამინისტროებმა კიარა, არამედ, ზოგადად სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. სახელმწიფო ვალდებულია იმუშავოს ჰარმონიული და ჯანსაღი განვითარების კონცეფციაზე. ამისთვის კი აუცილებელია ნებისა და მზაობის არსებობა. უნდა აღვნიშნოთ, რომ სენსიტიური საკითხია, ამიტომ კვალიფიციურ მიდგომას საჭიროებს. განსაკუთრებით, მაშინ, როცა საზოგადოებაში არსებობს არაერთგვაროვანი, ხშირად ნიჰილისტური და სატერეოტიპული დამოკიდებულება აღნიშნული საკითხის მიმართ.
საქართველოში არასამთავრობო სექტორი კვლევით სამუშაოებს ძირითადად უცხოელი დონორების დაფინანსებით ახორციელებს. ბოლო სრულყოფილი კვლევა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში 2010 წელს ჩატარდა. სახელმწიფოს დაინტერესბა და ჩართულობაც არსებობს, თუმცა საჭიროა უფრო მეტი კვლევის ჩატარება მოსახლეობის საჭიროებების შესწავლის მიზნით და ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში სურათის შექმნა, რა და როგორ გაკეთდეს. მნიშვნელოვანია, ასევე, საერთაშორისო პრაკტიკების შესწავლა და ახალი მიდგომების მოძიება. მიზანშეწონილია სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობაც ამ სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებისა და რესურსების გამოყებების თვალსაზრისით. საჭიროა, ასევე, საკანონმდებლო ბაზისა და აღნიშნული საკითხების დღევანდელ რეალობასთან შესაბამება, რადგან რეპროდუქტოლოგია სწრაფად განვითარებადი სფეროა ამიტომ ეს პროცესი მუდმივად განიცდის ცვლელებებს. ვფიქრობ 1995 წელს მიღებული „ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონი“ გადახედვას საჭირებს. ყურადსაღებია, ასევე სტამბული კონვენცია, რომელიც ხაზს უსვამს რეპროდუქციული საკითხების ინტეგრირებას განათლების სისტემაში.აღსანიშნავია, რომ საქართველომ აღნიშნული კონვენციის რატიფიციერბა მოახდინა, რაც რეპროდუქციული განათლების დანერგვის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია.
და ბოლოს, მინდა დავასრულო დიდი ფილოსოფოსის სოკრატეს სიტყვებით, რომელიც ამობდა, რომ: „ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე არაფერია“. აბსოლუტურად ვეთანხმები ამ გამონათქვამს, ჩვენთვის ჯანმრთელობა ნამდვილად ყველაფერს უნდა ნიშნავდეს. რეპროდუქციული ჯანმრთელობა კი ჩვენი ჯანმრთელობის ნაწილია და შესაბამისად, უნდა გვქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა, სწორედ, ჩვენ ხელშია.
ანა არუთუნიანი