დღეს ვარდავარია

მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული სომხური სამოციქულო ეკლესიის ხუთი უდიდესი დღესასწაულიდან ერთ-ერთია. ახალი აღთქმის მიხედვით იესო ქრისტემ ფერი იცვალა მაშინ , როდესაც თავის მოწაფეებთან პეტრესთან, იაკობთან და იონესთან ერთად თაბორის მთაზე სალოცავად წავიდა.
სომხური სამოციქულო ეკლესია ფერისცვალებას უწოდებს, აგრეთვე, ვარდავარს. სომხური სამოციქულო ეკლესია ვარდავარს აღნიშნავს აღდგომიდან 98 დღის შემდეგ, 28 ივნისიდან 1 აგვისტოს შუა რიცხვებში. წელს ვარდავრი 19 ივლისს აღინიშნება. ვარდავარის დღესასწაულზე არსებობს ჩვეულება, რომლის თანახმადაც ხალხი ერთმანეთს წყალს ასხამს.