ედუარდ ენფიაჯიანმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უჩივლა საქართველოში შემოსვლის აკრძალვის თაობაზე

აშშ-ს მოქალაქე ედუარდ ენფიაჯიანი, რომელიც წარმოშობით ახალციხიდანაა, უჩივლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში შემოსვლის აკრძალვის გამო. აღნიშნული ინფორმაცია akhaltskha.net-ს მიაწოდა ენფიაჯიანის ადვოკატმა ართურ მურადიანმა.
როგორც ენფიაჯიანის ადვოკატი გვეუბნება მათ მიმართეს თბილისის საქალაქო სასმართლოს 2019 წლის 30 ივნისს ედუარდ ენფიაჯიანის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის თაობაზე. „მიუღებელია ყოველგვარი მიზეზის გარეში პირის არ დაშვება რომელიმე სახელმწიფოში, სადაც მას ჰყავს ნათესავები და სადაც მისი წინაპრების საფლავია.“- აღნიშნა ენფიაჯიანის ადვოკატმა.
ენფიაჯიანს საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაული არ ჩაუდენია, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო და უკანონოა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წელია, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოვლეგვარი ახსნის-განმარტების გარეშე ათობით სომეხი ეროვნების მოქალაქეებს აუკრძალა საქართველოში შემოსვლა, მაშინ. როდესაც საქართველო მათთვის დაბადებისა და მათი ახლობლების საცხოვრებელი ადგილია.
უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ამდენი აკრძალვის ფაქტისა ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც ეროვნებით სომეხი, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლის აკრძალვის თაობაზე სასამართლოს მიმართა.