არცახის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება შეიძლება იყოს შემაკავებელი ნაბიჯი. მასის მაილიანი

არცახის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება შეიძლება იყოს შემაკავებელი ნაბიჯი, რომელიც იქნება ადეკვატური პასუხი აზერბაიჯანული მხარის მიერ განხორციელებული აგრესიის მიმართ. ასეთი აზრი გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მასის მაილიანმა, არცახის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციის შტაბში გამართულ ბრიფინგზე.

მან აღნიშნა, რომ არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურ კონტაქტშია საერთაშორისო პარტნიორებთან, ისე რომ სხვადასხვა სტრუქტურისთვის აშკარაა ფაქტი, თუ რომელი მხარე აწარმოებს აგრესიას. მან შეახსენა, რომ დღეს არა მხოლოდ თითქმის ყველა საერთაშორისო სტრუქტურა, არამედ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები ავრცელებენ განცხადებებს კონფლიქტის გამწვავების შესახებ.

”ყველა მოწოდება მშვიდობისკენ არის მიმართული, ისინი მიმართულია მშვიდობის დამყარებისკენ. ”ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ თურქეთი, რომელმაც გააკეთა აგრესიული, ცალმხრივი განცხადებები აზერბაიჯანის სასარგებლოდ”, – განაცხადა მაილიანმა და დასძინა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეაჩეროს არა მხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ თურქეთიც.

მაილიანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ დროისთვის თავდაცვის არმია იბრძვის ორი ქვეყნის წინააღმდეგ და შეახსენა, რომ მრავალჯერ იქნა ეჭვქვეშ დაყენებული თურქეთის მონაწილეობა ეუთოს მჯ შემადგენლობაში, ვინაიდან სავარაუდოა, რომ შუამავლის როლის შემსრულებელ ჯგუფში უნდა იყვნენ ნეიტრალური პოზიხციის მქონე ქვეყნები, ხოლო თურქეთის პოზიცია  არის მკაცრად ცალმხრივი.

მაილიანის თქმით, ამ დროისთვის პრიორიტეტული საკითხი არის საბრძოლო მოქმედებების შეჩერება, რის შემდეგაც მხოლოდ აზერბაიჯანი უნდა დააბრუნონ მოლაპარაკებების მაგიდაზე. ამგვარი აგრესიული ქცევით აზერბაიჯანი აზიანებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესს.

არცახის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიტიკური საკითხები ძალის გამოყენების გზით კი არ წყდება, არამედ პოლიტიკური გზით, და ეს არის იდეა, რომელიც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას უნდა მიეწოდოს.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრის გამთენიისას, აზერბაიჯანმა დაიწყო მასშტაბური სამხედრო შეტევა არცახ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ.

ბოლო ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 3 ვერტმფრენი, 27 უპილოტო მფრინავი აპარატი (უმა), 30 ტანკი, ქვეითი საბრძოლომაქანა.

ცნობილია, რომ მარტუნის რაიონშიმშვიდობიანი მოსახლეობიდან მტრის გასროლების შედეგად დაიღუპა ერთი ქალი და ერთი ბავშვი. ასევე დაიღუპა 16 სამხედრო. სომხურ მხარეს 100-ზე მეტი დაჭრილი ჰყავს. სომხეთსა და არცახში გამოცხადებულია სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია.

Home Page