გვამები, დაზიანებული ჯავშანტექნიკა. არცახის თავდაცვის სამინისტრომ ახალი ვიდეო გაავრცელა

ბრძოლა გრძელდება არცახ-აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის კონტაქტის ხაზის გასწვრივ.

არცახის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო სახელწოდებით “გადარჩენა”, სადაც ნათქვამია, რომ ბრძოლა გრძელდება არცახისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის კონტაქტის ხაზის გასწვრივ.

”თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები აგრძელებენ დავალების დამაჯერებლად შესრულებას, რის შედეგადაც მტერმა დიდი რაოდენობით დაკარგა ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კადრებში ჩანს არა მხოლოდ განადგურებული აზერბაიჯანული ჯავშანმანქანები, არამედ ჩამორთმეული იარაღი და საბრძოლო მასალები. კადრების მიხედვით, დაახლოებით ორი ათეული გვამის დათვლაა შესაძლებელი, მათ შორის აზერბაიჯანელების სახელებიც.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრის გამთენიისას, აზერბაიჯანმა დაიწყო მასშტაბური სამხედრო შეტევა არცახ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ.

ბოლო ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 5 ვერტმფრენი, 27 უპილოტო მფრინავი აპარატი (უმა), 33 ტანკი, ქვეითი საბრძოლომაქანა, 2 საინჟინრო ჯავშანტექნიკა.

ცნობილია, რომ მარტუნის რაიონშიმშვიდობიანი მოსახლეობიდან მტრის გასროლების შედეგად დაიღუპა ერთი ქალი და ერთი ბავშვი. ასევე დაიღუპა 16 სამხედრო. სომხურ მხარეს 100-ზე მეტი დაჭრილი ჰყავს. სომხეთსა და არცახში გამოცხადებულია სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია.

გვამები, დაზიანებული ჯავშანტექნიკა. არცახის თავდაცვის სამინისტრომ ახალი ვიდეო გაავრცელა