ANCA: 100 – ზე მეტმა ამერიკელმა სენატორმა და წარმომადგენელმა ისაუბრა ყარაბაღზე და სომხეთზე თავდასხმების შესახებ

არცახის და სომხეთის დაბომბვის გააქტიურებასთან დაკავშირებით   თურქეთის და აზერბაიჯანის მხრიდან,  აშშ-ს სენატის და წარმომადგენელთა პალატის 100-ზე მეტმა წევრმა მოითხოვა აგრესიის შეწყვეტა და მოითხოვეს ერდოღანისა და ალიევის რეჟიმების სათანადო დასჯა სამხედრო დანაშაულებრივი ქმედებებისათვის. ამის შესახებ სომხეთის ეროვნული კომიტეტი (ANCA) ამერიკიში აცხადებს.

ANCA- ს აღმასრულებელი დირექტორის არამ ხამპარიანის თქმით, აშშ-ს ადმინისტრაციამ უნდა მოუსმინოს როგორც საკუთარ სპეცსამსახურებს, რომლებმაც კარგად იციან, რომ აზერბაიჯანმა დაიწყო ეს თავდასხმა, ასევე კონგრესის მოწოდება, რომელიც ითხოვს სანქციების დაწესებას ერდოღანისა და ალიევის რეჟიმებისთვის ორპარტიული პრინციპით.

დირექტორის თქმით, აშშ-ს უმოქმედობამ უკვე ძალიან ბევრი უდანაშაულო სიცოცხლე შეიწირა.