თქვენ არ იცით ვისთან გაქვთ საქმე: ერდოღანმა აშშ-ს სანქციების მუქარას უპასუხა

თურქეთის პრეზიდენტმა ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ ეშინია აშშ-ს სანქციების, ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო.

”ამერიკიდან ზოგი ჩემს ძმას ილჰამს (აზერბაიჯანის პრეზიდენტი – რედაქტორი) ურეკავს და ამბობს, რომ მათ იციან ვინ უჭერს მხარს აზერბაიჯანს. ესენი არიან ერდოღანი და თურქეთი. ამერიკელები ანკარის წინააღმდეგ სანქციებით იმუქრებიან. ჩვენ ვპასუხობთ: ”თქვენ (ამერიკა – რედ.) არ გესმით, ვისთან გაქვთ საქმე. დაგვიწესეთ სანქციები, ნუ დააყოვნებთ ”, – თქვა ერდოღანმა, მან  ისაუბრა ქალაქ მალატიაში.