ოფიციალური ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 97 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოფიციალური ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 97 ახალი შემთხვევა და 28 გამოჯანმრთელებული პირია, გარდაცვალების ფაქტი არ ფიქსირდება. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ.
ინფიცირების სტატისტიკა რეგიონში შემდეგნაირად ნაწილდება: 43 ახალციხე,13 ადიგენი,9 ასპინძა, 8 ახალქალაქი, 19 ბორჯომი, 5 ნინოწმინდა.
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე გვეუბნება, რომ ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთიდან 137 ნიმუში რჩება კვლევაში. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 123-მდე პირი, მიმდინარეობს დანარჩენი კონტაქტების მოკვლევა.
თვითიზოლაციაში 1722 და საკარანტინე სივრცეში 277პირია მოთავსებული.
რეგიონში სულ ინფიცირებულია – 1828, გარდაცვლილია 17 პაციენტი და გამოჯამრთელებულია 437 პირი.