ოფიციალური ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 84 ახალი შემთხვევა და 87 გამოჯანმრთელებული პირია

ოფიციალური ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 84 ახალი შემთხვევა და 87 გამოჯანმრთელებული პირია, გარდაცვალების ფაქტი არ ფიქსირდება. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ. ინფიცირების სტატისტიკა რეგიონში შემდეგნაირად ნაწილდება: 19 ახალციხე,28 ადიგენი,12 ასპინძა, 7 ახალქალაქი, 16 ბორჯომი, 2 ნინოწმინდა. სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე გვეუბნება, რომ ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთიდან 138 ნიმუში რჩება კვლევაში. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 156-მდე პირი, მიმდინარეობს დანარჩენი კონტაქტების მოკვლევა. თვითიზოლაციაში 1659 და საკარანტინე სივრცეში 275 პირია მოთავსებული. რეგიონში სულ ინფიცირებულია – 1912, გარდაცვლილია 17 პაციენტი და გამოჯამრთელებულია 519 პირი.