
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა დაათვალიერა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზაალ გელაშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრ ანტონ ობოლაშვილთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა დაათვალიერა. სკოლებში სტუმრობისას გიორგი ჯინჭარაძე სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალ გარემოში ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. ქალაქ ახალციხის N5, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N1 და…