
ბორჯომში, რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა
ბორჯომში, მესხეთის N29-ში, რუსთაველის N7-ში, ვაშლოვანის N 52-ში და აღმაშენებლის N 22-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა. ხოლო დაბა ბაკურიანში გოდერძი ჩოხელის N86-ში სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. „პროექტის მიხედვით, ძველი სახურავის დემონტაჟი მოხდა, დაზიანებული…