საპროტესტო აქცია საქართველოსთვის – საპროტესტო აქცია ახალციხეში

საპროტესტო აქცია საქართველოსთვის – საპროტესტო აქცია ახალციხეში

საპროტესტო აქცია საქართველოსთვის. საყოველთაო გამაფრთხილებელ აქციას ახალციხელებიც შეუერთდნენ – შოთა რუსთაველის ძეგლთან შეკრებილი მოქალაქეები საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ასევე გააპროტესტეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავება და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმა.

Read More
ახალციხეში კინოკლუბის მშენებლობა იგეგმება

ახალციხეში კინოკლუბის მშენებლობა იგეგმება

ახალციხეში რუსთაველის 124-ში კინოკლუბის შენობის დანგრევა და მის ადგილას ახლის აშენება იგეგმება – ტენდერი ორ ეტაპად უკვე გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით კინოთეატრის მშენებლობა 1 წელზე მეტხანს გაგრძელდება. კერძოდ, პირველ ეტაპზე ყოფილი საბჭოთა მესაზღვრეებისთვის აშენებული კინოთეატრის დემონტაჟი 65 ათას ლარად იგეგმება, ვინაიდან მერია აცხადებს, რომ შენობა ავარიულია. მეორე სახელმწიფო შესყიდვა კინოკლუბისა და მედიათეკის მშენებლობას ეხება, რისთვისაც…

Read More
100 000ლარზე მეტი ახალციხის რაბათში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციისათვის

100 000ლარზე მეტი ახალციხის რაბათში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციისათვის

ახალციხის მერია რაბათში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციისთვის 100 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობების რეაბილიტაცია არასოდეს მომხდარა, რის გამოც დაზიანებულია ფასადი, სადარბაზოები, კიბეები და ეზო – მათი შეკეთება იგეგმება. შეთავაზებები მიიღება ორი დღის განმავლობაში. ცნობისთვის, რაბათს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ადგილობრივები ამბობენ, რომ…

Read More
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ახალციხის ქუჩების ნაწილზე მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება

საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ახალციხის ქუჩების ნაწილზე მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება

19, 20, 25 და 29 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება, – ამის შესახებ ახალციხის მერიაში აცხადებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოძრაობა შეიზღუდება კონკრეტულად შალვა ახალციხელისა და მერაბ კოსტავას ქუჩების კვეთაზე. შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ნაძვის ხის განათება ხვალ იგეგმება. ოფიციალური ინფორმაციით, ღონისძიებაზე მომღერალი ნუცა ბუზალაძე წარდგება. ის 18000…

Read More
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ახლა ის საოპერაციოშია – ამ ინფორმაციას ახალციხის საავადმყოფოს დირექტორი ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გასწრების მანევრს ახორციელებდა, როდესაც საჭის მართვა ვერ მოხერხდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა და ორი ცხედარი იპოვა. შინაგან საქმეთა…

Read More
ახალციხეში საახალწლო ტენდერი ტკბილეულისა და განათებისათვის

ახალციხეში საახალწლო ტენდერი ტკბილეულისა და განათებისათვის

ახალციხის მერია საახალწლო გირლანდებისა და აქსესუარების შესაძენად 42 ათას ლარამდე, ხოლო ტკბილეულზე 4000 ლარამდე დახარჯვას გეგმავს – ტენდერი ორ ეტაპად უკვე გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია გარე განათების და სხვადასხვა სახის დეკორაციის მოწყობა. გარდა ამისა, გეგმავენ 4000 ლარის დახარჯვას ტკბილეულზე, რძის შოკოლადზე, შოკოლადებსა და ფუნთუშებზე. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 200 ტომარაში მინიმუმ 250 გრამი ტკბილეულის დარიგება…

Read More
რამდენს შეადგენს  ახალციხის  2025 წლის ბიუჯეტი?

რამდენს შეადგენს ახალციხის 2025 წლის ბიუჯეტი?

ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 35 მილიონი ლარით შეიძლება დამტკიცდეს, რაც შარშანდელთან შედარებით თითქმის 2 მილიონით მეტია. მერიამ ბიუჯეტის დოკუმენტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა და საჯარო განხილვა იგეგმება პარასკევს, 22 ნოემბერს, 14:00 საათზე. წლის მთავარი დოკუმენტის პროექტის მიხედვით, 5 მილიონზე მეტი ხელფასებზეა დათვლილი. ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 8 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისთვის – 400 მილიარდამდე, ხოლო …

Read More
ახალციხის N2  საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

ახალციხის N2 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა

ახალციხის N2 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. პროექტით არცერთი კომპანია არ დაინტერესებულა, ამიტომ რეაბილიტაცია ამ ეტაპზე გაურკვეველი ვადით გადაიდო. ცნობისთვის, N2 საშუალო სკოლის რეკონსტრუქციისთვის 4 353 504 ლარი გამოიყო. ამ ეტაპზე უცნობია, როდის გამოაცხადებს სააგენტო ახალ ტენდერს.

Read More
ახალციხეში კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში სოფლების საძელისა და პატარა ფამაჯის სკოლებმა პრიზებით დაჯილდოვდნენ

ახალციხეში კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში სოფლების საძელისა და პატარა ფამაჯის სკოლებმა პრიზებით დაჯილდოვდნენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა კალათბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში იასპარეზეს. კალათბურთში ვაჟთა შორის ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი – ახალციხის მე-5 საჯარო სკოლა II ადგილი – ქალაქ ვალის №1 საჯარო სკოლა. საპრიზო ადგილები გოგონებს შორის დაიკავეს: I ადგილი – ქალაქ ახალციხის მე-2 საჯარო სკოლა II ადგილი – სოფელ პატარა პამაჯის საჯარო სკოლა. მაგიდის ჩოგბურთში ვაჟთა შორის…

Read More
მე-13 ლეგიონის ბრძოლაში ახალციხელმა ჩვენმა თანამემამულეებმა გაიმარჯვეს

მე-13 ლეგიონის ბრძოლაში ახალციხელმა ჩვენმა თანამემამულეებმა გაიმარჯვეს

ახალციხის ციხეზე გაიმართა შერეული საბრძოლო ხელოვნებისა და გრეპლინგის ტურნირი მე-13 ლეგიონისა და ორგანიზაცია „გრომ უნივერსალური ბრძოლის“ ორგანიზებით. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 18 სპორტსმენი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ახალციხელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს, მათ შორის  გაიმარჯვეს რუდიკ ვირაბიანმა, ჰარუთ თოროსიანმა და ლევან გოგოლაძემ.

Read More
საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ახალციხეში ორი პირი დააკავეს

საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ახალციხეში ორი პირი დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სადგურ „ჭარალის“ დაცვის პუნქტებში ჩატარებული ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შედეგად, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო ჯგუფურად გადაკვეთას გულისხმობს.

Read More
მთავრობამ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

მთავრობამ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა. ცენტრაული საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკოს მიმართვა, რომლის თანახმად, ვინაიდან საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა. ცესკო განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების საუბნო საარჩევნო კომისიების გამართულად ფუნქციონირებისათვის,…

Read More
ახალციხეში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემეცნებითი ტური გაიმართა

ახალციხეში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემეცნებითი ტური გაიმართა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ახალციხეში შემეცნებითი ტური გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს. მათივე ცობით, გასვლითი ტურის ფარგლებში სსე-ის თანამშრომლები ახალციხის პირველ საჯარო სკოლას ეწვივნენ. ჩაატარეს პრეზენტაციები უფროსკლასელებისთვის, როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, ასევე ზოგადი ენერგეტიკის შესახებ, მათ შორის განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებაზე. „საუბარი ენერგეტიკის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს…

Read More
რაბათში ყაზბეგის ქუჩაზე ხიდის მშენებლობა შესაძლოა გაზაფხულზე დასრულდეს

რაბათში ყაზბეგის ქუჩაზე ხიდის მშენებლობა შესაძლოა გაზაფხულზე დასრულდეს

ახალციხეში, ყაზბეგის ქუჩაზე, ხიდის მშენებლობაზე ტენდერი შპს „არალის“ მიღებას შეუძლია. აღნიშნულმა კომპანიამ ასევე განახორციელა მილსადენის ხიდის მშენებლობა, რომელიც სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გაგრძელდა, შემდეგ კი ხელშეკრულება შეჩერდა. მერიაში ხელშეკრულების შეჩერების მიზეზად ასახელებენ დაუგეგმავ სამუშაოებს, რომლებიც საპროექტო დოკუმენტში არ იყო გათვალისწინებული, რის გამოც, მერის ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, საპროექტო კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყეს. კერძოდ, მერის თქმით,  ხიდის…

Read More
ინფრასტრუქტურის მინისტრის დაპირების მიუხედავად, ახალციხეში სადღეღამისო წყალმომარაგება  პრობლემად რჩება

ინფრასტრუქტურის მინისტრის დაპირების მიუხედავად, ახალციხეში სადღეღამისო წყალმომარაგება პრობლემად რჩება

პროექტების სრულად დასრულების შემდეგ სამცხე-ჯავახეთში 24-საათიანი წყალმომარაგებით 55 ათასამდე ბენეფიციარი შეძლებს ისარგებლოს, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ. მისი თქმით, 300 მილიონი ლარის სამუშაოები რეგიონის 24 დასახლებაში, მათ შორის ქალაქ ვალეში მიმდინარეობს. ვალეში სასმელი წყლის პრობლემა მრავალი წელია აწუხებს მოსახლეობას, მიუხედავად მრავალი დაპირებისა და არაკეთილსინდისიერი სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, მოსახლეობა კვლავ არ არის უზრუნველყოფილი მუდმივი წყლით.  იგივე ვითარებაა …

Read More
მოგვარებულია თუ არა სასმელი წყლის პრობლემა ახალციხისა და რამდენიმე სოფლის სკოლებში?

მოგვარებულია თუ არა სასმელი წყლის პრობლემა ახალციხისა და რამდენიმე სოფლის სკოლებში?

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ახალციხის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის გამართვას ითხოვენ, რათა გაირკვეს, რა გააკეთა საკრებულომ მუნიციპალიტეტის სკოლებში სასმელი წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. დღეს გამართულ სხდომაზე საკრებულოს დეპუტატმა მარინა აბულაძემ განაცხადა, რომ თუ რიგგარეშე სხდომას არ დანიშნავენ, დაგეგმილ სხდომაზე მაინც წარადგენენ საკრებულოს მუშაობის შედეგებს. საუბარია „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, ახალციხისა და რამდენიმე სოფლის სახელმწიფო სკოლებში…

Read More
როდის დასრულდება ახალციხეში რაბათის დასახლებაში ხიდის აშენება?

როდის დასრულდება ახალციხეში რაბათის დასახლებაში ხიდის აშენება?

ახალციხის მერია რაბათში ხიდის რეაბილიტაციის ნაცვლად ხიდის აშენებას გეგმავს. მუნიციპალურმა ორგანომ უკვე გამოაცხადა 1 200 000 ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი. თუმცა, სანამ ტენდერზე ვისაუბრებთ, გავიხსენოთ ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ხიდის ისტორია. ხიდი მდებარეობდა რაბათის ისტორიულ დასახლებაში და ადგილობრივი მოსახლეობა მის შეკეთებას 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ითხოვდა, რადგან კანალიზაციის მილი  კანალიზაციას უშვებს და ანტისანიტარიას იწვევს. გასულ…

Read More
გიორგი ამილახვარმა და შალვა პაპუაშვილმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს

გიორგი ამილახვარმა და შალვა პაპუაშვილმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს

8 სექტემბერს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე­ შალვა პაპუაშვილმა და სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარ-დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერეს. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. „სრული რეაბილიტაციის შედეგად ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის შენობაში,…

Read More