სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა “COP16” კონფერენციის ფარგლებში მოლაპარაკებები და დისკუსიები გამართა დელეგაციების მაღალ ლიდერებთან

სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა “COP16” კონფერენციის ფარგლებში მოლაპარაკებები და დისკუსიები გამართა დელეგაციების მაღალ ლიდერებთან

კოლუმბიის ქალაქ კალიში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-16 კონფერენციის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა შეხვედრები გამართა ეკვადორის პრეზიდენტ დანიელ ნობოასთან, სურინამის პრეზიდენტ ჩან სანტოხთან, გვინეა-ბისაუს პრეზიდენტ ოუმარო სისოკო ემბალოსთან, ჰაიტის გარდამავალი საპრეზიდენტო საბჭოს პრეზიდენტთ ედგარ ლებლან ფილსთან და დელეგაციების მაღალჩინოსნებთან. როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისში იუწყებიან,  განხილული იქნა კლიმატის ცვლილების გამოწვევების და ბიომრავალფეროვნების…

Read More
ჯოზეფ ბორელი – საქართველოს ლიდერებს ნათელ გზას ვთავაზობთ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის: “უცხოური გავლენის შესახებ” და ე.წ. “ოჯახური ღირებულებების” კანონების გაწვევა – დისკრიმინაცია ღირებულება არ არის ევროკავშირის ოჯახში

ჯოზეფ ბორელი – საქართველოს ლიდერებს ნათელ გზას ვთავაზობთ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის: “უცხოური გავლენის შესახებ” და ე.წ. “ოჯახური ღირებულებების” კანონების გაწვევა – დისკრიმინაცია ღირებულება არ არის ევროკავშირის ოჯახში

საქართველოს ლიდერებს ნათელ გზას ვთავაზობთ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის: “უცხოური გავლენის შესახებ” კანონისა და ე.წ. “ოჯახური ღირებულებების” კანონის გაწვევა , – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა გაფართოების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „ჩვენი ანგარიში ნათელი გზის წინადადებით გამოდის ხელახლა ჩართულობისთვის. თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება საქართველოს ლიდერებში – ჩვენ ნათელ გზას…

Read More
სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა სამშვიდობო შეთანხმება და საზღვრის დემარკაცია  განიხილეს

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა სამშვიდობო შეთანხმება და საზღვრის დემარკაცია განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზანში, BRICS-ის მე-16 სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობის საკითხები. სამშვიდობო დღის წესრიგში, მათ შორის სამშვიდობო შეთანხმების, საზღვრის  დემარკაციისა და ორმხრივი ინტერესის მქონე სხვა საკითხების შესახებ. როგორც  სომხეთის  პრემიერ-მინისტრის აპარატიდან იუწყებიან, საგარეო საქმეთა მინისტრებს დაევალათ გააგრძელონ ორმხრივი მოლაპარაკებები შეთანხმებაზე „მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი…

Read More
მე-13 ლეგიონის ბრძოლაში ახალციხელმა ჩვენმა თანამემამულეებმა გაიმარჯვეს

მე-13 ლეგიონის ბრძოლაში ახალციხელმა ჩვენმა თანამემამულეებმა გაიმარჯვეს

ახალციხის ციხეზე გაიმართა შერეული საბრძოლო ხელოვნებისა და გრეპლინგის ტურნირი მე-13 ლეგიონისა და ორგანიზაცია „გრომ უნივერსალური ბრძოლის“ ორგანიზებით. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 18 სპორტსმენი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ახალციხელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს, მათ შორის  გაიმარჯვეს რუდიკ ვირაბიანმა, ჰარუთ თოროსიანმა და ლევან გოგოლაძემ.

Read More
გივი მიქანაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

გივი მიქანაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების – დამალისა და ტოლოშის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სოფელ დამალის საჯარო სკოლა 840 მოსწავლეზე, ხოლო სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლა 260 მოსწავლეზეა გათვლილი. “სკოლებში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა,…

Read More
საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ახალციხეში ორი პირი დააკავეს

საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ახალციხეში ორი პირი დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სადგურ „ჭარალის“ დაცვის პუნქტებში ჩატარებული ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შედეგად, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო ჯგუფურად გადაკვეთას გულისხმობს.

Read More
ბაიდენმა ალიევს მოუწოდა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება წლის ბოლომდე დაასრულოს

ბაიდენმა ალიევს მოუწოდა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება წლის ბოლომდე დაასრულოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისადმი მიწერილ წერილში მოუწოდებს სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების წლის ბოლომდე დასრულებას. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება, რომ ბაიდენის წერილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს აშშ-ის პრეზიდენტის ევროპის საკითხებში უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა გადასცა.წერილში ჯო ბაიდენმა გამოხატა სიხარული, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა სტაბილური პროგრესი მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმების დადების მიმართულებით, რომელიც დაარეგულირებს…

Read More
მთავრობამ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

მთავრობამ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა. ცენტრაული საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკოს მიმართვა, რომლის თანახმად, ვინაიდან საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა. ცესკო განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების საუბნო საარჩევნო კომისიების გამართულად ფუნქციონირებისათვის,…

Read More
ახალციხეში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემეცნებითი ტური გაიმართა

ახალციხეში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემეცნებითი ტური გაიმართა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ახალციხეში შემეცნებითი ტური გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს. მათივე ცობით, გასვლითი ტურის ფარგლებში სსე-ის თანამშრომლები ახალციხის პირველ საჯარო სკოლას ეწვივნენ. ჩაატარეს პრეზენტაციები უფროსკლასელებისთვის, როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, ასევე ზოგადი ენერგეტიკის შესახებ, მათ შორის განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებაზე. „საუბარი ენერგეტიკის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს…

Read More
ცესკოში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა და USAID-ის წამომადგენლებმა  26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს

ცესკოში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა და USAID-ის წამომადგენლებმა 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტის (HFAC) დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები იყო დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა. გიორგი კალანდარიშვილმა დელეგაციის წევრებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბრის არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. „საარჩევნო…

Read More
შვეიცარიის პარლამენტმა მოუწოდა ქვეყნის მთავრობას მოაწყოს საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ

შვეიცარიის პარლამენტმა მოუწოდა ქვეყნის მთავრობას მოაწყოს საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ

შვეიცარიის პარლამენტმა მოუწოდა ქვეყნის მთავრობას მოაწყოს საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე.  შესაბამისი რეზოლუცია შვეიცარიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის ქვედა პალატა) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო.ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია პარლამენტის ზედა პალატაშიც განიხილება.კონფერენციის მიზანი იქნება „აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის სომხების წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა სომეხი მოსახლეობის უსაფრთხო და კოლექტიური დაბრუნებასთან დაკავშირებით საერთაშორისო აქტორების მეთვალყურეობის ან თანდასწრებით“….

Read More
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურმა მდივანმა სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრის გაუქმების დეტალები განიხილეს

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურმა მდივანმა სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრის გაუქმების დეტალები განიხილეს

სომხეთის  პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი 15 ოქტომბერს საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანს მარტინ ჩუნგონგს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების პრეზიდენტების შეხვედრის გაუქმების დეტალები. როგორც სომხეთის  ეროვნული  ასამბლეიდან იუწყებიან, მარტინ ჩუნგონგმა განუცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე არ მიიჩნევს კონტაქტების ფანჯარას დახურულად. ამის საპასუხოდ, სრ ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჟენევაში ვიზიტის წინა დღეს…

Read More
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი-სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო ხელშეკრულების 16 პუნქტზე შეთანხმდნენ

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი-სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო ხელშეკრულების 16 პუნქტზე შეთანხმდნენ

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობის დამყარების შესახებ შეთანხმების მიღწევის ზღვარზე არიან. „მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმების მიღწევის ზღვარზე არიან. იმ კონტექსტში, როდესაც სამშვიდობო პროცესი თვეების წინ სერიოზულად დაიწყო, აზერბაიჯანს სურდა ჩვენი შეთანხმება 5 საერთაშორისოდ აღიარებულ პუნქტზე. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დღეს ჩვენ მივაღწიეთ…

Read More
ეუთო/ოდირი – წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს – სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანად, სადაც მშვიდობას „ქართული ოცნება“ განასახიერებს, ომს კი – მათი ოპონენტები

ეუთო/ოდირი – წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს – სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანად, სადაც მშვიდობას „ქართული ოცნება“ განასახიერებს, ომს კი – მათი ოპონენტები

წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშში. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე შემთხვევაში ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეები მათი საარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი მასალის განადგურებისა და ფიზიკური თავდასხმების ცალკეულ ინციდენტებზე მიუთითებდნენ….

Read More
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნებისა და კორტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნებისა და კორტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს 10 მინი სპორტული სტადიონის და 3 სტადიონის, მათ შორის ორი კორტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, 10 მინი სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. „სამუშაოები შემდეგ ლოკაციებზე განხორციელდება; აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ; თორის ქუჩის N120-ის მიმდებარედ; რუსთაველის ქუჩის N107-ის მიმდებარედ; ნიკოლაძის ქუჩის N19-ის მიმდებარედ; ხორავას ქუჩის მიმდებარედ;…

Read More
სომხეთის პოზიცია არის მოწესრიგებული და მეზობლური ურთიერთობა ყველა მეზობელთან- სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გდრ-ის დეპუტატს

სომხეთის პოზიცია არის მოწესრიგებული და მეზობლური ურთიერთობა ყველა მეზობელთან- სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გდრ-ის დეპუტატს

გერმანიის პრეზიდენტის რეზიდენციაში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც პრეზიდენტები ვაჰაგნ ხაჩატურიანი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეხვდნენ. როგორც  სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატიდან იუწყებიან , გერმანიის პრეზიდენტმა მიესალმა რესპუბლიკის პრეზიდენტს და მის ხელმძღვანელობით დელეგაციას და   განაცხადა: „მოხარული ვარ, გიმასპინძლოთ გერმანიის საპრეზიდენტო რეზიდენციაში და მადლობას გიხდით, რომ დრო დაუთმეთ ამ შეხვედრას, ისევე როგორც ჰამბურგის მდგრადობის…

Read More
ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი

ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ. “დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი…

Read More
სომხეთის პრემიერ მინისტრი-სომხეთი მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას უკვე ამ თვეში და ეს არის ჩვენი ოფიციალური პოზიცია

სომხეთის პრემიერ მინისტრი-სომხეთი მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას უკვე ამ თვეში და ეს არის ჩვენი ოფიციალური პოზიცია

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ მიღწევადიც. ამის შესახებ დსთ-ს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს მცირე სესიაზე მოსკოვში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ,,სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც ბოლო თვეებში განაცხადეს, რომ ,,სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ” შეთანხმების პროექტი შეთანხმებული იყო მინიმუმ 80 პროცენტით. ცოტა ხნის წინ სომხეთისა…

Read More
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესტონეთის ახლად დანიშნულ ელჩს მარგე მარდისალუ-კაჰარს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ესტონეთის ელჩს ახალი პოზიცია მიულოცა და ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოხატა. „მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული პარტნიორობა. ასევე, განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა. საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და…

Read More
ბორჯომის მერია – ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, სოფელ მზეთამზეში 2-დღიანი ლაშქრობა მოეწყო

ბორჯომის მერია – ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, სოფელ მზეთამზეში 2-დღიანი ლაშქრობა მოეწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 17-22 წლის ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, სოფელ მზეთამზეში 2-დღიანი ლაშქრობა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალგაზრდები სოფელ მზეთამზის ისტორიას გაეცნენ. „მათთვის საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციამ სხვადასხვა აქტივობა მოაწყო. ახალგაზრდებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი – ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე – დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – გიორგი ფერაძე,…

Read More
სამცხე-ჯავახეთში ტყით უკანონო სარგებლობის 18 შემთხვევა დაფიქსირდა

სამცხე-ჯავახეთში ტყით უკანონო სარგებლობის 18 შემთხვევა დაფიქსირდა

გასულ თვეში სამცხე-ჯავახეთში ტყით სარგებლობის 18 შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. ამავე წყაროს ცნობით, სექტემბერში საქართველოს მასშტაბით ტყით უკანონო სარგებლობის 96 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 75 ხის უკანონო ჭრასა და ტრანსპორტირებას უკავშირდება, 21 – ხის უკანონო ჭრას და ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას.

Read More
ირაკლი ქარსელაძე – ბორჯომის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია ქალაქის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის

ირაკლი ქარსელაძე – ბორჯომის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია ქალაქის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის

ქალაქ ბორჯომის ისტორიული არეალის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი როგორც ხიდების აღდგენას, ისე შესაბამისი საინჟინრო ქსელების და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას მოიცავს. ამასთან, უკვე მიმდინარეობს ბორჯომის ცენტრალური პარკის განახლება-მოდერნიზება, რომლის შედეგადაც, ქალაქის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისათვის პარკში დასვენება კიდევ უფრო საინტერესო გახდება. განახლებული ისტორიული პარკი ბორჯომის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბორჯომის…

Read More
17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ ცხადდება

17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ ცხადდება

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება. მმართველი პარტიის ინფორმაციით, აღნიშნული კანონის მიზანია, ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებების დაცვისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერება. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. როგორც მან…

Read More
უკანონო ნადირობის შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში

უკანონო ნადირობის შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 10 შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე წყაროს ცნობით, ყველაზე მეტი შემთხვევა – 64 – სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. სულ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკანონო ნადირობის 215 შემთხვევა დაფიქსირდა. „გამოვლენილი დარღვევებიდან 200 არის აკრძალული იარაღის ან მეთოდებით ნადირობის ფაქტი. სამართალდამრღვევებმა 15 შემთხვევაში ნადირობდნენ გადამფრენი ფრინველების გარემოდან გატანის საფასურის…

Read More
რაბათში ყაზბეგის ქუჩაზე ხიდის მშენებლობა შესაძლოა გაზაფხულზე დასრულდეს

რაბათში ყაზბეგის ქუჩაზე ხიდის მშენებლობა შესაძლოა გაზაფხულზე დასრულდეს

ახალციხეში, ყაზბეგის ქუჩაზე, ხიდის მშენებლობაზე ტენდერი შპს „არალის“ მიღებას შეუძლია. აღნიშნულმა კომპანიამ ასევე განახორციელა მილსადენის ხიდის მშენებლობა, რომელიც სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გაგრძელდა, შემდეგ კი ხელშეკრულება შეჩერდა. მერიაში ხელშეკრულების შეჩერების მიზეზად ასახელებენ დაუგეგმავ სამუშაოებს, რომლებიც საპროექტო დოკუმენტში არ იყო გათვალისწინებული, რის გამოც, მერის ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, საპროექტო კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყეს. კერძოდ, მერის თქმით,  ხიდის…

Read More
„პრობლემის იგნორირება პრობლემას არ წყვეტს“ – წინააღმდეგობა მოქალაქეობის მინიჭების საკითხს

„პრობლემის იგნორირება პრობლემას არ წყვეტს“ – წინააღმდეგობა მოქალაქეობის მინიჭების საკითხს

სიძნელეების გამო ჯავახეთიდან წასულმა საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგეს მოქალაქეობა, მაგრამ სახელმწიფო მათ მოქალაქეობას აღარ ანიჭებს“, – განაცხადა სამცხე-ჯავახეთში „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა სოფიო ხორგუანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხორგუანმა წერილი გაუგზავნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს. მისი თქმით, ამ მოქალაქეობის არარსებობის გამო, ეთნიკური უმცირესობები ვერ სარგებლობენ სამთავრობო პროგრამებით, ვერ იღებენ უფასო…

Read More