ეუთო/ოდირი – წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს – სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანად, სადაც მშვიდობას „ქართული ოცნება“ განასახიერებს, ომს კი – მათი ოპონენტები
წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშში. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე შემთხვევაში ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეები მათი საარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი მასალის განადგურებისა და ფიზიკური თავდასხმების ცალკეულ ინციდენტებზე მიუთითებდნენ….