ბაიდენმა ალიევს მოუწოდა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება წლის ბოლომდე დაასრულოს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისადმი მიწერილ წერილში მოუწოდებს სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების წლის ბოლომდე დასრულებას. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება, რომ ბაიდენის წერილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს აშშ-ის პრეზიდენტის ევროპის საკითხებში უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა გადასცა.წერილში ჯო ბაიდენმა გამოხატა სიხარული, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა სტაბილური პროგრესი მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმების დადების მიმართულებით, რომელიც დაარეგულირებს…