გივი მიქანაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების – დამალისა და ტოლოშის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სოფელ დამალის საჯარო სკოლა 840 მოსწავლეზე, ხოლო სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლა 260 მოსწავლეზეა გათვლილი. “სკოლებში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა,…