Headlines
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ვაჩიანის საჯარო სკოლაში კონკურსი-გამოფენა გაიმართა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ვაჩიანის საჯარო სკოლაში კონკურსი-გამოფენა გაიმართა

19 მაისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ვაჩიანის საჯარო სკოლაში გაიმართა კონკურსი-გამოფენა სახელწოდებით „გამარჯვებული დიდგორი, აივაზოვსკის შთაგონება და ჩვენი ხელოვნების ენა“. სკოლის დირექტორმა მარინა ჩომარიანმა და გამოფენის ორგანიზატორმა ქრისტინე ღაზარიანმა ხელოვნების კლუბის მოსწავლეების ნამუშევრები წარმოადგინეს. „დღევანდელი ღონისძიება ვაჩიანის საჯარო სკოლის ორმა მასწავლებელმა, ისტორიის მასწავლებელმა ერან მაკარიანმა და ხელოვნების მასწავლებელმა ქრისტინე ღაზარიანმა გადაწყვიტეს ორი საგნის გაერთიანება და დიდგორში ექსკურსიაზე…

Read More

ივანე ჩხაიძე – გრიპი, რომელიც გართულებით მიმდინარეობს, ბოლო კვირებში აღარ დაფიქსირებულა, ის ჩანაცვლებულია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით

გრიპი, რომელიც გართულებით მიმდინარეობს, ბოლო კვირებში აღარ დაფიქსირებულა, ის ჩანაცვლებულია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნავს, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი იწვევს წვრილი ბრონქების სანათურის ანთებას, მისი დიამეტრის შემცირებას, რაც ვლინდება შეტევითი ხასიათის ხველით, სუნთქვის მკვეთრი გაძნელებით, ტემპერატურის მატებით, ასევე, ახასიათებს გახშირებული სუნთქვა, სუნთქვაში…

Read More
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზაალ გელაშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრ ანტონ ობოლაშვილთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა დაათვალიერა. სკოლებში სტუმრობისას გიორგი ჯინჭარაძე სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალ გარემოში ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. ქალაქ ახალციხის N5, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N1 და…

Read More
,,ვარდატონის”  ღონისძიება  თბილისში

,,ვარდატონის” ღონისძიება თბილისში

18 მაისს, თბილისის გული, მეიდანის, სიყვარულის, მეხსიერებისა და კულტურის ზეიმად გადაიქცა. ,,ვარდატონის”  111-ე წლისთავი აღინიშნა. სადღესასწაულო დღე წმინდა გევორგის ეკლესიაში ლიტურგიით დაიწყო, სადაც ხალხმა დიდი აშუღ საიათ-ნოვა გაიხსენა, რასაც მოჰყვა პანაშვიდი დიდი აშუღის საფლავთან. როდესაც ეკლესიის ზარები შეწყდა, ქალაქი სიმღერებითა და კულტურული ხმებით აივსო და ღია ცის ქვეშ კონცერტი დაიწყო. სადღესასწაულო კონცერტზე მრავალი შემსრულებელი მონაწილეობდა….

Read More
არარატ მირზოიანმა და კაია კალასმა სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავების ხედვა და პერსპექტივები განიხილეს

არარატ მირზოიანმა და კაია კალასმა სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავების ხედვა და პერსპექტივები განიხილეს

14 მაისს, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია. როგორც  სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, მინისტრი მირზოიანი შეხვდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს. თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავების ხედვა და პერსპექტივები, ასევე კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებისკენ მიმართული ერთობლივი მუშაობა. წყაროს ცნობით, მინისტრმა…

Read More
ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების აქცია დასრულდა-ქართულმა მხარემ ოფიციალური განცხადების გაკეთება დაჰპირდა

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების აქცია დასრულდა-ქართულმა მხარემ ოფიციალური განცხადების გაკეთება დაჰპირდა

სომხეთში საქართველოს საელჩომ პირობა დადო, რომ თბილისი მალე გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას სომხეთ-საქართველოს საზღვარზე სომხური სატვირთო მანქანებისთვის შექმნილი დაბრკოლებებისა და პრობლემების შესახებ და შეეცდება პრობლემების გადაჭრის გზების პოვნას.ამის შესახებ პროშიანის ბრენდის ქარხნის ექსპორტის სპეციალისტმა გაიანე პოღოსიანმა განაცხადა სომხეთში საქართველოს საელჩოს წინ გამართული საპროტესტო აქციის დროს საელჩოს თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ პირობა…

Read More
პარლამენტმა უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა. საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ წარადგინა. „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილება უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს. კანონპროექტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფოენოვან ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული…

Read More
ახალციხე ტურისტული სეზონის გახსნისთვის ემზადება

ახალციხე ტურისტული სეზონის გახსნისთვის ემზადება

ახალციხეში, ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ზუკა ხუციშვილი და მისი ჯგუფი გამოვლენ. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა მითითებული, გამოსვლის საფასური 12 000 ლარი იქნება. ახალციხის მერიის ცნობით, ღონისძიება გაიმართება 15 მაისს 18:00 საათზე  რაბათის ციხის ტერიტორიაზე.

Read More
Ախալքալաքում ընթանում է ճանապարհային բարելավման աշխատանքներ

ახალქალაქში ქუჩების გაუმჯობესების სამუშაოები მიმდინარეობს

ახალქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები მიმდინარეობს.  ორმოების გასწორებისა და ასფალტის სამუშაოებს კომპანია „ჯავახ ავტოგზა“ ასრულებს. თავისუფლების ქუჩიდან დაწყებული თითქმის ყველა გზა მთლიანად შეიცვალა და დაზიანებული ნაწილები სრულად აღდგა. ქალაქში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება და ქალაქის მასშტაბით ქუჩები კეთილმოეწყობა.

Read More
ნიკოლ ფაშინიანი – პროვოკაციების მიუხედავად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი არ იქნება

ნიკოლ ფაშინიანი – პროვოკაციების მიუხედავად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი არ იქნება

ყველა შიდა და გარე პროვოკაციის მიუხედავად, სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ომი არ იქნება, მშვიდობა იქნება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 9 მაისთან დაკავშირებულ მიმართვაში განაცხადა. „დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობიან და აყვავებულ მომავალში. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება…

Read More
„საწვავი 20 თეთრამდე გაიაფდება“ – ვახტანგ იობაშვილი

„საწვავი 20 თეთრამდე გაიაფდება“ – ვახტანგ იობაშვილი

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საწვავის ფასი 13-15 თეთრით შემცირდა, რაც დიდ კომპანიებზე დღეიდან აისახა. უახლოეს პერიოდშიც პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“, – ამის შესახებ, „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო კვირების საერთაშორისო ტენდენციები დასტაბილურებისკენ არის მიმართული, რაც საწვავის ფასზე შესაბამისად აისახება. „იცით, რომ საქართველო, საწვავის მხრივ, მთლიანად გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული, ბოლო პერიოდში კი…

Read More
ერევანში გაიმართა შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანსა და საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს შორის

ერევანში გაიმართა შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანსა და საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს შორის

6 მაისს, სომხეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, ერევანში გაიმართა შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანსა და საქართველოს პრემიერის პირველ მოადგილესა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს შორის. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი. „ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და აუცილებლად მიგვაჩნია…

Read More
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო ახალ რწმუნებლად ზაალ გელაშვილი დაინიშნა

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო ახალ რწმუნებლად ზაალ გელაშვილი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზაალ გელაშვილი დანიშნა. ზაალ გელაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. იგი დღემდე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო. ზაალ გელაშვილი ასევე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სხვადასხვა თანამდებობაზე.

Read More
ზარეჰ სინანიანმა და მარტინ პეცოლდმა სომხეთ-გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს

ზარეჰ სინანიანმა და მარტინ პეცოლდმა სომხეთ-გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს

დიასპორის საკითხებში სომხეთის უმაღლესი კომისარი ზარეჰ სინანიანი გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილ წევრს და ამჟამად ბერლინის წარმომადგენელთა პალატის წევრს, მარტინ პეცოლდს შეხვდა. როგორც  დიასპორის უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადებაში აღნიშნულია, ზარეჰ სინანიანმა სტუმარს მიესალმა, მადლიერება გამოხატა სომხეთში რეგულარული ვიზიტისთვის და მაღალი შეფასება მისცა მის მუდმივ ძალისხმევას, რომელიც სომხურ-გერმანული ურთიერთობების გაღრმავებასა და სომხეთის განვითარებაში წვლილის შეტანას ემსახურება….

Read More
აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით ძალიან აქტიური დისკუსიები მიმდინარეობს-სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიან

აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით ძალიან აქტიური დისკუსიები მიმდინარეობს-სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიან

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება.  ამის შესახებ სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა․ იმ კითხვაზე საუბრისას, მიმდინარეობს თუ არა უკვე წინასწარი მოლაპარაკებები, შეთანხმებული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ განხილვები.„დიახ, მიმდინარეობს დისკუსიები, დისკუსიები მიმდინარეობს. არ მინდა ახლა ამაზე საუბარი, რათა ეს პროცესი არ ჩავარღვიო, მაგრამ დისკუსიები მიმდინარეობს და ისინი ძალიან აქტიურია“, –…

Read More
მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთში, ეთიოპიაში, ირლანდიასა და წმინდა საყდართან საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთში, ეთიოპიაში, ირლანდიასა და წმინდა საყდართან საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილმა, დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე, სლოვაკეთში, ეთიოპიაში, ირლანდიასა და წმინდა საყდართან, საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. „მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებად სლოვაკეთის რესპუბლიკაში კონსტანტინე ქვაჩაკიძე, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში – გია მაჭარაძე, ირლანდიაში – სოფიო ქაცარავა, ხოლო…

Read More
საქართველოში 5 მაისამდე წვიმა და არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

    საქართველოში 5 მაისამდე წვიმა და არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის ბოლოდან 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში, ხოლო 4 მაისიდან 5 მაისის დილამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა –…

    Read More
    Ախալքալաքի մշակույթի տան վերանորոգումը շարունակվում է

    ახალქალაქის კულტურის სახლის რემონტი გრძელდება

    ახალქალაქის კულტურის სახლისა და ბიბლიოთეკის სრული რემონტი გრძელდება. ფანჯრები და კარებები მთლიანად შეცვლილია. ძველი  ფანჯრების ნაცვლად ახალი, თანამედროვე ფანჯრებია დამონტაჟებული. სრულად განახლდება სველი წერტილები, განათება და ჭერი. ბიბლიოთეკაში ასევე მიმდინარეობს ოთახების რემონტი და კოსმეტიკური რემონტი. შენობას ექნება ახალი საკონცერტო დარბაზი, რომელიც 100 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სარემონტო სამუშაოებს ორგანიზაცია „აბული“ ახორციელებს. თანამშრომლები ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან. რემონტს…

    Read More