საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას შეხვდა.
ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
როგორც ცნობილია, უზრა ზეიამ დღეს შეხვედრები გამართა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ქალ პოლიტიკოსებთან როგორც ოპოზიციიდან, ასევე მმართველი პარტიიდან.