ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე No11-ში არსებული მინი-სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება.
სპორტული მოედანი მრავალი წელია საჭიროებს განახლებას. მიუხედავად დანგრეული ინფრასტრუქტურისა, ბავშვები მაინც თამაშობენ ამ მოედანზე.
გასულ თვეში ჩვენმა რედაქტორებმა მოამზადეს ვრცელი სტატია ამ თემაზე.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მინი-სტადიონის რეაბილიტაციისთვის 300 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია მიმდებარე ინფრასტრუქტურის დემონტაჟი და ახლით შეცვლა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, თანხა მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
წინადადებები მიიღება 26-30 ივლისს, სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეა.