ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი მეშვიდედ შეიცვალა.
დღეს საკრებულომ მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდასაჭერად 132 ათასი ლარი გამოყო, გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გელა ლომიძემ განაცხადა, მიმართვის საფუძველზე ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისთვის თანხა გამოიყო. საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილმა 42 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო გადასახდელებმა 55 მილიონამდე შეადგინა.