ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთასთან მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის დროს ორივე პირი ტყეში იმყოფებოდა.
როგორცსასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მისულ ეკიპაჟს ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული დახვდა.