წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხეებისა და მცენარეების ჭრაზე კონტროლი გამკაცრებულია, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
გავრცელებული ინფორმაციით, წიწვოვანი ხეების უკანონო მოჭრაზე ჯარიმა პირველად 2000 ლარია, მეორედ 5000 ლარი. ხოლო, თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აღემატება, პირი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დაექვემდებარება.