ახალქალაქში გარემოზე ზრუნვისა და გამწვანების კვირეული დაიწყო.
აღმაშენებლისა და თავისუფლების ქუჩებზე დეკორატიული ხეები, ნეკერჩხლის და ვერხვის ხეები დაირგო.
გამწვანების აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები: საქართველოს პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი, მერი მელქონ მაკარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მერის მოადგილე და ახალქალაქის სერვის ცენტრის თანამშრომლები.
ახალქალაქში გამწვანების აქცია ეტაპობრივად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება.