36 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა ჯარებმა თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარღვიეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს.
ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 21 ადამიანი, ათასობით მოქალაქე გაურკვეველი გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
დღეს ახალციხეში 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებითა და ლენტებით იყო მორთული.