შსს-მ ოფიციალურად წარადგინა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

შსს-მ ოფიციალურად წარადგინა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, შსს-ს მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი უფროსები წარუდგინა.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, პოლიციის პოლკოვნიკი რამაზ თათარაშვილი, ხოლო გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, პოლიციის პოლკოვნიკი დავით კოდელაშვილი დაინიშნა.

რამაზ თათარაშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, დავით კოდელაშვილს კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

მათ შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბუხრაშვილი აჭარის პოლიციის უფროსად  გადაიყვანეს.