ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ულოცავს

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ულოცავს

გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრი „ფეისბუქზე“ წერს. ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ….

Read More
გიორგი ამილახვარი – 2024 წლიდან, მასწავლებელთა სავალდებულო ტრენინგ მოდულები გაუქმდება

გიორგი ამილახვარი – 2024 წლიდან, მასწავლებელთა სავალდებულო ტრენინგ მოდულები გაუქმდება

2024 წლიდან, მასწავლებელთა სავალდებულო ტრენინგ მოდულები გაუქმდება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში, სისტემა მასწავლებლებს იმ სერვისებს შესთავაზებს, რომლებიც მათ რეალურად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად სჭირდებათ. „მასწავლებლის სახლი“ მთლიანად კონცეპტუალურად შეცვლის მიდგომებს და შემდეგი წლიდან, სრულად გაუქმდება ის სავალდებულო ტრენინგ მოდულები, რომელიც აქამდე არსებობდა და სისტემა გადავა…

Read More
NDI – ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის

NDI – ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის

ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის”(NDI) საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი. ამასთან, აღნიშნულია, რომ ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ოთხიდან ერთ მოქალაქეს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული არ აქვს. სხვებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად შეუძლია საკვების, ტანსაცმლისა და უფრო ძვირადღირებული ნივთების შეძენა. კითხვაზე,…

Read More
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის – PISA 2022 წლის ციკლის შედეგები გამოქვეყნდა

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის – PISA 2022 წლის ციკლის შედეგები გამოქვეყნდა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2022 წლის ციკლის შედეგები გამოაქვეყნა, – ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში OECD-ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2022 წლის ციკლი ჩატარდა COVID-19 პანდემიის კრიზისული ფაზის დროს. „კოვიდპანდემიამ მთელ მსოფლიოში დიდი ზიანი მიაყენა ბევრ სექტორს, განსაკუთრებით განათლებას. COVID-19 იყო…

Read More
გიორგი ამილახვარი – ჩემს მოადგილეებთან ერთად შევხვდი მასწავლებლებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ

გიორგი ამილახვარი – ჩემს მოადგილეებთან ერთად შევხვდი მასწავლებლებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ

შევხვდი ამ ადამიანებს [მასწავლებლებს], ჩემს მოადგილეებთან ერთად. მოვუსმინე მათ არგუმენტებს და პირადად გავაცანი სახელფასო პოლიტიკისა და დირექტორების არჩევნების შესახებ ჩემი მოსაზრებები, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რითაც მასწავლებლების პროტესტს გამოეხმაურა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ხვდება ყველას და მათთვის მნიშვნელოვანია თითოეულის გულისწუხილი. „ჩვენ ყველას ვხვდებით….

Read More
გიორგი ამილახვარი – იმიტომ, რომ მეთორმეტე კლასში დაბალი დასწრება გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 11- კლასიან სასწავლო წელს უნდა დაუბრუნდეს სასკოლო პროგრამა – ეს სწორად არ მიმაჩნია

გიორგი ამილახვარი – იმიტომ, რომ მეთორმეტე კლასში დაბალი დასწრება გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 11- კლასიან სასწავლო წელს უნდა დაუბრუნდეს სასკოლო პროგრამა – ეს სწორად არ მიმაჩნია

იმიტომ, რომ მეთორმეტე კლასში დაბალი დასწრება გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 11- კლასიან სასწავლო წელს უნდა დაუბრუნდეს სასკოლო პროგრამა. ეს სწორად არ მიმაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, გამოწვევებია მეთორმეტე კლასში, მათ შორის, საგნობრივ ბადეშიც. „რაც შეეხება 11 კლასს, ალბათ, არ ღირს…

Read More
ახალციხის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო სტრუქტურებში ხელფასების გაზრდას გეგმავს

ახალციხის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო სტრუქტურებში ხელფასების გაზრდას გეგმავს

ახალციხის მერიის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ, ინფლაცია მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა დაადასტურა. მერის,ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, 2024 წელს ხელფასის 2 სახის ზრდა იგეგმება. დაგეგმილია პოლიტიკური თანამდებობის პირების (მერი, თავმჯდომარე), საჯარო მოხელეებისა და კერძო სექტორის მუშაკების ხელფასის 10%-ით გაზრდა. მერის თქმით, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში ანაზღაურება ყველაზე დაბალია და მისი დაბალანსებაც იგეგმება.

Read More
დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი განიხილეს

დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი განიხილეს

პროექტის მიხედვით, ქალაქ ახალციხის 2024 წლის ბიუჯეტი 32,5 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც გასულ წელთან შედარებით 2 მლნ ლარით მეტია. დოკუმენტის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია კულტურული დამკვირვებლის სტატუსის მქონე მუსიკალური სკოლის აღდგენაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. ასევე, პროექტის მიხედვით, ახალშექმნილ „ახალციხის მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ 604 000 ლარის გამოყოფა იგეგმება, ბიუჯეტის ნაწილი, დაახლოებით ნახევარი მილიონი…

Read More
მანათობელი დეკორატიული დათვი 17000 ლარად – ტენდერი ახალციხეში

მანათობელი დეკორატიული დათვი 17000 ლარად – ტენდერი ახალციხეში

2024 წელს ახალციხის მერია დათვის ორმეტრიანი მორთულობით დახვდება, რაზეც 17 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დეკორატიული 3D დათვი უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრი სიმაღლისა და არაუმეტეს 1,5 მეტრისა. რატომ აირჩია მერიამ დათვის ფიგურა და არა სხვა? რა ხელმძღვანელობდა მათ გადაწყვეტილების მიღებისას? – მერიიდან მივიღეთ…

Read More
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მთიანი ყარაბაღის შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მთიანი ყარაბაღის შესახებ

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის დავალებით ვამზადებთ ღრმა, ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე ანგარიშს იმის შესახებ, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში არა მხოლოდ ამ დღეებში, არამედ წინა თვეებშიც. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს მდივნის მოადგილემ ჯეიმს ო’ბრაიენმა დღეს, 15 ნოემბერს, მთიანი ყარაბაღის საკითხზე მიძღვნილ მოსმენებზე განაცხადა.

Read More
ბორჯომის მერია- ე.წ. ახალი უბნის დასახლებაში, მტკვრის სანაპიროზე საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ბორჯომის მერია- ე.წ. ახალი უბნის დასახლებაში, მტკვრის სანაპიროზე საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ბორჯომში, ე.წ. ახალი უბნის დასახლებაში მტკვრის სანაპიროზე დაზიანებული, დამცავი საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, 142 – მეტრიანი დამცავი საყრდენი კედლის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოებს „საქართველოს სამშენებლო კომპანია“ ასრულებს. „დაზიანებული საყრდენი კედლის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 900 000 ლარია გამოყოფილი. შეგახსენებთ, რომ ბორჯომში მოსული უხვი ნალექის გამო, ახალი…

Read More
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება პარიზში გამართულ ფორუმზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება პარიზში გამართულ ფორუმზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარიზში გამართულ ფორუმზე განაცხადა, რომ მის ქვეყანას მეგობრული ურთიერთობა აქვს როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან და იცავს ნეიტრალიტეტს. „ჩვენ 100%-ით ნეიტრალური ვართ და ამ სიტუაციაში მხარეს ვერ დავიჭერთ. ჩემმა მეგობარმა ნიკოლ ფაშინიანმა კარგად იცის ჩვენი პოზიცია. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს მეგობარ ილჰამ ალიევზე. ჩვენი თავდაცვის მექანიზმები – ნეიტრალიტეტი და მიუკერძოებელი პოზიცია – ძალიან მნიშვნელოვანია…

Read More
ბაკურიანში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

ბაკურიანში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია დაასრულა. უწყების ცნობით, პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შესრულდა და მისმა ღირებულებამ 10.2 მილიონი ლარი შეადგინა. „ცენტრალური პარკის დასრულებული სამუშოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის საერთო ფართობი 8 ჰექტარია. პარკის ტერიტორია…

Read More
ურსულა ფონ დერ ლაიენი – ეს ნამდვილად აღსანიშნავი დღეა საქართველოსთვის – ეს ხაზს უსვამს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის შთამბეჭდავ და ძალიან ცალსახა პოზიციას, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ეს ნამდვილად აღსანიშნავი დღეა საქართველოსთვის – ეს ხაზს უსვამს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის შთამბეჭდავ და ძალიან ცალსახა პოზიციას, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად

პირველ რიგში, ეს ნამდვილად არის აღსანიშნავი დღე საქართველოსთვის,- ამის შესახებ ვროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ეს ხაზს უსვამს იმ შთამბეჭდავ და ძალიან ცალსახა პოზიციას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისა, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად. „პირველ რიგში, ეს ნამდვილად არის აღსანიშნავი დღე საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის მიენიჭა ქვეყანას. ხშირად, როდესაც ვანიჭებთ, ან…

Read More
სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე კოპენჰაგენში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების (NHRI) მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში იღებენ მონაწილეობას

სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე კოპენჰაგენში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების (NHRI) მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში იღებენ მონაწილეობას

6-8 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე კოპენჰაგენში (დანია) ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების (NHRI) მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში იღებენ მონაწილეობას. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, კონფერენცია წამების და სხვა არა სათანადო მოპყრობის პრევენციაში ადამიანის უფლება ეროვნული ინსტიტუტების როლს ეძღვნება. მათივე ცნობით, ღონისძიებაზე მოხსენებით გამოსვლისას ლევან იოსელიანმა საქართველოში წამების წინააღმდეგ ბრძოლაში სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიერ პრევენციის ეროვნული…

Read More
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციაზე იმსჯელეს და ამ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ჩამოყალიბების დღიდან დღემდე აღმოსავლეთ პარტნიორობა ძლიერი მექანიზმია საქართველოსთვის, წარმატებით გააგრძელოს ევროინტეგრაციის…

Read More
არსებობს სერიოზული შიში, რომ დღესაც აზერბაიჯანს აქვს ტერიტორიული პრეტენზიები სომხეთის მიმართ. საგარეო საქმეთა მინისტრი

არსებობს სერიოზული შიში, რომ დღესაც აზერბაიჯანს აქვს ტერიტორიული პრეტენზიები სომხეთის მიმართ. საგარეო საქმეთა მინისტრი

დღეს სომხეთს სერიოზული შიში აქვს, რომ აზერბაიჯანს ჯერ კიდევ აქვს ამბიციები და ტერიტორიული პრეტენზიები. ამის შესახებ   გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა. მინისტრმა შეახსენა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი რამდენჯერმე შეიჭრა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე. „სამწუხაროდ, დღესაც არის სერიოზული შიში, რომ მეზობელ…

Read More
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტმა მესამე მოსმენით მიღო

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტმა მესამე მოსმენით მიღო

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება – პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით ერთხმად, მიიღო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის პროცედურის დახვეწასა და გამარტივებას. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ:…

Read More
აზერბაიჯანმა დაკარგა საერთაშორისო საზოგადოების ნდობა. ბუნდესტაგის წევრი

აზერბაიჯანმა დაკარგა საერთაშორისო საზოგადოების ნდობა. ბუნდესტაგის წევრი

აზერბაიჯანი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სანდო პარტნიორად აღარ ითვლება. ამის შესახებ ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ როტმა სომხეთში გერმანიის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე, შეეხო რა შემდეგ საკითხს: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია პირობა, რომ თვდასხმას არ განახორციელებს მთიან ყარაბაღზე, შესაძლებელია თუ არა ევროკავშირისთვის დაპირების მიცემა და მისი დარღვევა ყოველგვარი შედეგის…

Read More
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილეს. „განსახილველ საკითხთა შორის იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიციირებული სამი ქარისა და ხუთი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელთა განხორციელებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის − სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში იგეგმება. მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ენერგეტიკული პროექტების…

Read More
,,აღორძინება”  წიგნის პრეზენტაცია ახალქალაქში

,,აღორძინება” წიგნის პრეზენტაცია ახალქალაქში

დღეს, 18 ოქტომბერს, ახალქალაქში, Lineup კულტურის ცენტრში, ახალგაზრდა მწერლის მერი ბაღის  „აღორძინება“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია, გაჟღერდა სპეციალურად წიგნისთვის დაწერილი მუსიკა, რომლის ავტორი ასევე მერი ბაგი იყო. პრეზენტაციის კულტურულ ნაწილში წარმოდგენილი იყო სომხური და ქართული ცეკვები. ღონისძიებეას ესწრებოდნენ ახალქალაქის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრების თანამშრომლები, სკოლის მოსწავლეები და ლიტერატურით დაინტერესებული პირები. ავტორი…

Read More
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მთიან ყარაბაღში 100-ზე მეტი მოქალაქე იპოვა და სომხეთში გადაიყვანა. ორგანიზაცია განაგრძობს მუშაობას

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მთიან ყარაბაღში 100-ზე მეტი მოქალაქე იპოვა და სომხეთში გადაიყვანა. ორგანიზაცია განაგრძობს მუშაობას

29 სექტემბრიდან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მყ-ში 100-ზე მეტი მოქალაქე იპოვა და სომხეთში გადაიყვანა. ამის შესახებ  საუბარში განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სომხეთის ოფისის კომუნიკაციისა და პრევენციის პროგრამების ხელმძღვანელმა ზარა ამატუნიმ. „სხვადასხვა ოჯახის განცხადებების საფუძველზე ორგანიზაციამ იპოვა და სომხეთში გადაიყვანა ადამიანები. ასეთი შემთხვევები გვქონდა ჰუმანიტარული მუშაობის შედეგად. ხოლო აღნიშნული პირების გადაყვანის სურვილის შემთხვევაში ჩვენ გადავიყვანეთ…

Read More
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა

ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ევროპარლამენტში 17 ოქტომბერს არის დაგეგმილი. გაიმართება სრ პრემიერ-მინისტრისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას შეხვედრა, რომლის დასასრულს ეს უკანასკნელი მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებებს გააკეთებს. დაგეგმილია სხვა შეხვედრებიც.

Read More
ბულგარეთის პარლამენტმა დეკლარაცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

ბულგარეთის პარლამენტმა დეკლარაცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

ბულგარეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ საუბარია შესაბამის დეკლარაციაში, რომელიც ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანომ, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ქალაქ სოფიაში ვიზიტის ფარგლებში, ხმათა უმრავლესობით მიიღო. (დეკლარაცია დაინიცირდა ორი ყოფილი პრემიერ- მინისტრის მიერ. მას მხარი დაუჭირა კოალიციაში შემავალმა ორივე პარტიამ). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დეკლარაცია მტკიცედ…

Read More
ევროპარლამენტმა დაგმო აზერბაიჯანის აგრესია მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ და მოუწოდა ევროკავშირს წარუდგინოს ამბიციური თანამშრომლობის პროგრამა სომხეთს

ევროპარლამენტმა დაგმო აზერბაიჯანის აგრესია მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ და მოუწოდა ევროკავშირს წარუდგინოს ამბიციური თანამშრომლობის პროგრამა სომხეთს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიას მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ და მოუწოდებს აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებზე ევროკავშირის სანქციების დაწესებისკენ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაზე, რამაც გამოიწვია ადამიანის უფლებების მრავალი დარღვევა. 3 ოქტომბერს ევროპარლამენტში გაიმართა დისკუსია აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის თემაზე მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა რეზოლუციის პრეზენტაცია. როგორც ბრიუსელში „Armenpress“-ის  კორესპონდენტი იტყობინება, რეზოლუცია…

Read More
კულტურის მინისტრის მოადგილეებად კობა ხუბუნაია და ნიკოლოზ აზნაურაშვილი დაინიშნენ

კულტურის მინისტრის მოადგილეებად კობა ხუბუნაია და ნიკოლოზ აზნაურაშვილი დაინიშნენ

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მინისტრის მოადგილეებად დაინიშნენ ნიკოლოზ აზნაურაშვილი და კობა ხუბუნაია. ამასთან, სამინისტროს ცნობით, ნიკოლოზ აზნაურაშვილი მინისტრის მოადგილის რანგში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს. “2012-2015 წლებში, ნიკოლოზ აზნაურაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს უფროსი იყო;…

Read More
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მონაწილეობით გაიმართება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მონაწილეობით გაიმართება

4 ოქტომბერს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მონაწილეობით გაიმართება. ბურჭულაძე კომიტეტის სხდომაზე “რეფორმების ჯგუფმა” დაიბარა. ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივით მინისტრის საკომიტეტო სხდომაზე მიწვევის მიზეზი კი ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი სამოქალაქო აეროპორტის აშენების გეგმას უკავშირდება. “რეფორმების ჯგუფის” წევრის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ვაზიანში სამხედრო ბაზა არსებობს, ხოლო სამხედრო…

Read More
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით მედიასემინარი გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით მედიასემინარი გაიმართა

პროფილის მქონე ჟურნალისტებისთვის მორიგი მედიასემინარი გაიმართა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული სწავლება რენტგენო ინსპექტირების მწარმოებელი კომპანია NUCTECH -ის მხარდაჭერით განხორციელდა. სემინარი გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ სიჭინავამ, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზაზა თაბაგარმა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა, სამსონ ურიდიამ. მათ მედიის წარმომადგენლებს, უწყებაში 2023…

Read More
სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

ტალინში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ალარ კარისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფოტოებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია. “ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ ამ გადამწყვეტ გზაზე გავმართე მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტ ალან კარისთან. საქართველო ესტონეთის დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორია. თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”, – დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა “ტვიტერზე”. ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით,…

Read More
მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებები და უსაფრთხოება საიმედოდ უნდა იყოს გარანტირებული  –  ჩარლზ მიშელი

მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებები და უსაფრთხოება საიმედოდ უნდა იყოს გარანტირებული – ჩარლზ მიშელი

ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტელეფონით ესაუბრა  აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს. მიშელმა ამის შესახებ X სოციალურ პლატფორმაზე გამოაქვეყნა. „დღეს დილით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, რათა დავრწმუნდე, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სრულად დაცულია და აზერბაიჯანი ავლენს უსაფრთხო და ღირსეულ დამოკიდებულებას ყარაბაღის…

Read More