მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები. „საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და გამოწვევებს. ხაზი გაესვა საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე…

Read More
30 იანვარს, ერევანში, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება

30 იანვარს, ერევანში, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 30 იანვარს სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური პირისპირ შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. „ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. პრემიერ-მინისტრი ერევანში დელეგაციასთან ერთად…

Read More
საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართა

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტთან და ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნება” ავრცელებს. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებების აღიარების თემას და ხაზი გაესვა თანამშრომლობის მნიშვნელობას. “საქართველოს დელეგაციამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ…

Read More
შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ პოზიტიურ დინამიკას საქართველო-უნგრეთის ურთიერთობებში. უნგრეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველო უნგრეთისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მან აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში შეძლო ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ენის შენარჩუნება და ხაზი გაუსვა საქართველოსა და უნგრეთს…

Read More
„მაგთის” ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს – კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანება გლობალურია და პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს

„მაგთის” ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს – კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანება გლობალურია და პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს

„მაგთის” ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს. სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ ინტერნეტი ან საერთოდ არ მიეწოდებათ, ან დიდი შეფერხებით ახერხებენ დაკავშირებას. როგორც კომპანია „მაგთში” აცხადებენ, ამ ეტაპზე მათთვის ისაა ცნობილი, რომ დაზიანება გლობალურია და აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს.

Read More
ევროკავშირის დიპლომატიური უფროსი კაია კალასი სომხეთში ჩავა

ევროკავშირის დიპლომატიური უფროსი კაია კალასი სომხეთში ჩავა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი სომხეთში უახლოეს მომავალში ჩამოვა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ თანამშრომლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები განიხილება. ,,უახლოეს კვირებში გვექნება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის ვიზიტი სომხეთში“, – აცნობა ჰოვჰანნისიანმა და დასძინა, რომ დაგეგმილია სხვა მაღალი…

Read More
ნატო მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მშვიდობის დამყარების ძალისხმევას. ფაშინიანი რუტეს შეხვდა

ნატო მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მშვიდობის დამყარების ძალისხმევას. ფაშინიანი რუტეს შეხვდა

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს შეხვდა. როგორც  სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი აიუწყება, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-ნატოს თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები და ხაზი გაუსვეს ორმხრივი დღის წესრიგის ეფექტურ განხორციელებას. მხარეებმა აზრები გაცვალეს რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა წარმოადგინა აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესის პროგრესი და ხაზი გაუსვა სომხეთის მთავრობის ერთგულებას…

Read More
ივანე ჩხაიძე – 10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია – იაშვილის კლინიკაში, დამატებით 25-საწოლიანი დეპარტამენტი გამოვათავისუფლეთ ბავშვების მისაღებად

ივანე ჩხაიძე – 10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია – იაშვილის კლინიკაში, დამატებით 25-საწოლიანი დეპარტამენტი გამოვათავისუფლეთ ბავშვების მისაღებად

10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია, – ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, თუ დეკემბრის ბოლოს ვირუსების საერთო განაწილებიდან გრიპის ხვედრითი წილი 25% იყო, ახლა 60%-ს მიაღწია. „გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი მატულობს. იანვარი გრიპის ვირუსის მატების თვალსაზრისით გამორჩეული იყო….

Read More
თბილისში შარლ აზნავურის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა

თბილისში შარლ აზნავურის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა

21 იანვარს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში შარლზ აზნავურის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა. სოლისტმა, ცნობილმა მომღერალმა და კომპოზიტორმა არფი ალტომ (არფინე ტერ-პეტროსიანი) შეასრულა ცნობილი შანსონიეს საყვარელი სიმღერების ახალი ვერსია, ქართველი მუსიკოსების ლუკა თოფურიას, დავით გოგისვანიძისა და გიორგი კაპანაძის თანხლებით. კონცერტის დასაწყისში აჩვენეს ვიდეო რგოლი,…

Read More
ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი – შემოწმებული 300 000 აბონენტიდან 28 000 შემთხვევაში მომხმარებელთან ბუნებრივი აირის დანადგარი ჩაიხსნა – 28 ათას აბონენტს სახლში ჰქონდა ე.წ. მკვლელი დანადგარი

ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი – შემოწმებული 300 000 აბონენტიდან 28 000 შემთხვევაში მომხმარებელთან ბუნებრივი აირის დანადგარი ჩაიხსნა – 28 ათას აბონენტს სახლში ჰქონდა ე.წ. მკვლელი დანადგარი

შემოწმებული 300 000 აბონენტიდან 28 000 შემთხვევაში მომხმარებელთან ბუნებრივი აირის დანადგარი ჩაიხსნა. 28 ათას აბონენტს სახლში ჰქონდა ე.წ. მკვლელი დანადგარი, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნინო გულეიშვილის თქმით, პოტენციური საშიშროება არსებობდა, რომ ე.წ. მკვლელ აპარატს დიდი ზიანი მიეყენებინა მომხმარებლისთვის. „სოკარ ჯორჯია გაზმა“ გადაამოწმა 300 ათასამდე აბონენტი, ამ 300 ათასი აბონენტიდან 28…

Read More
გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან იზორია, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან იზორია, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან იზორია, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. როგორც  მთავრობის ადმინისტრაციაში იუწყებიან, ლევან იზორია პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტს ცოტა ხნის წინ დაინიშნა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, ლევან იზორია ირაკლი კობახიძის მრჩევლად მას შემდეგ დაინიშნა, რაც მას გერმანიაში ელჩობის ვადა ამოეწურა. ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. ამ კომისიის…

Read More
შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიულად მტკიცე მეგობრობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე. „მხარეებმა მიმოიხილეს ორივე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. საუბარი შეეხო სომხეთის მზარდ ინტერესს, გააძლიეროს კავშირები დასავლეთთან, მათ შორის,…

Read More
თბილისმა ერევანსა და ბაქოს სამმხრივი თანამშრომლობის წინადადება წარუდგინა

თბილისმა ერევანსა და ბაქოს სამმხრივი თანამშრომლობის წინადადება წარუდგინა

საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს სთავაზობს სამმხრივ თანამშრომლობის ინიციატივას სხვადასხვა სფეროში. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ვებგვერდი ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე კობახიძის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. “ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული რეგიონში კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმით და თანამშრომლობის ხელშეწყობით. საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივ თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც გულისხმობს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროში”, – აღნიშნა…

Read More
გარემოს ეროვნული სააგენტო – 18-20 იანვარს, საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტო – 18-20 იანვარს, საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში კი თოვლი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. „18-20 იანვარს, საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 19-20 იანვარს…

Read More
სომხეთმა და აზერბაიჯანმა სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის შემდგომ მიმართულებებზე შეთანხმდნენ

სომხეთმა და აზერბაიჯანმა სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის შემდგომ მიმართულებებზე შეთანხმდნენ

სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარზე 2025 წ. 16 იანვარს გაიმართა სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და საზღვრის უსაფრთხოების კომისიის მეთერთმეტე შეხვედრა და აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის სახელმწიფო კომისიის მეთერთმეტე შეხვედრა  სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი თავმჯდომარეობით. ამის შესახებ სომხეთის…

Read More
ნიკოლ ფაშინიანი – საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზეა

ნიკოლ ფაშინიანი – საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზეა

საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზეა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. აშშ-სა და სომხეთს შორის გუშინ ვაშინგტონში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ „ქვეყნის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა მთავარ ეტაპს“ აღწევს. „ირანთან ურთიერთობა ბუნებრივ ინტერესებზეა დაფუძნებული, რაც თანამშრომლობის ყველაზე საიმედო საფუძველსა და ურთიერთობების სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს….

Read More
ჯო უილსონი – სომხეთი დიდ ნაბიჯებს დგამს ომის დამნაშავე პუტინისგან საკუთარი თავის დისტანცირებისთვის – რუსული და ირანული გავლენისგან თავისუფალი სამხრეთ კავკასია, როგორც არასდროს, მშვიდობიანი და აყვავებული იქნება

ჯო უილსონი – სომხეთი დიდ ნაბიჯებს დგამს ომის დამნაშავე პუტინისგან საკუთარი თავის დისტანცირებისთვის – რუსული და ირანული გავლენისგან თავისუფალი სამხრეთ კავკასია, როგორც არასდროს, მშვიდობიანი და აყვავებული იქნება

სომხეთი დიდ ნაბიჯებს დგამს პუტინისგან საკუთარი თავის დისტანცირებისთვის, რუსული და ირანული გავლენისგან თავისუფალი სამხრეთ კავკასია როგორც არასდროს მშვიდობიანი და აყვავებული იქნება. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “მივესალმები აშშ-სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორობას. სომხეთი დიდ ნაბიჯებს დგამს ომის დამნაშავე პუტინისგან საკუთარი თავის დისტანცირებისთვის. რუსული და ირანული გავლენისგან თავისუფალი სამხრეთ კავკასია როგორც…

Read More
საპროტესტო აქცია საქართველოსთვის – საპროტესტო აქცია ახალციხეში

საპროტესტო აქცია საქართველოსთვის – საპროტესტო აქცია ახალციხეში

საპროტესტო აქცია საქართველოსთვის. საყოველთაო გამაფრთხილებელ აქციას ახალციხელებიც შეუერთდნენ – შოთა რუსთაველის ძეგლთან შეკრებილი მოქალაქეები საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ასევე გააპროტესტეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავება და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმა.

Read More
სომხური ეკლესია იოანე წინამორბედის შობას დღესასწაულობს

სომხური ეკლესია იოანე წინამორბედის შობას დღესასწაულობს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს იოანე წინამორბედის შობას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „დღეს სომხური მართლმადიდებელი ეკლესია იოანე წინამორბედის შობას დღესასწაულობს. სახარება იოანე ნათლისმცემელს იესო ქრისტეს უახლოეს წინამორბედად მიიჩნევს, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა და მაცხოვარი მდინარე იორდანეში მონათლა. იოანე უდაბნოში ცხოვრობდა, ადამიანთა ბიწიერებას ამხელდა და მათ სინანულისკენ მოუწოდებდა….

Read More
სომხეთი და აშშ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს გააფორმებენ

სომხეთი და აშშ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს გააფორმებენ

ერევანი და ვაშინგტონი დღეს ხელს მოაწერენ დოკუმენტს სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, – ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოაწერენ. ხელმოწერის ცერემონია სომხეთის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

Read More
საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები ეწვევიან

საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები ეწვევიან

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებში კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა, 14-16 იანვარს საქართველოს ფაქტების დამდგენი მისიით ეწვევიან, – ინფორმაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს. „ვიზიტის მიზანია შეაფასოს, საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს, შესაბამისობა მის ვალდებულებებსა და მოვალეობებთან, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში….

Read More
ახალციხეში კინოკლუბის მშენებლობა იგეგმება

ახალციხეში კინოკლუბის მშენებლობა იგეგმება

ახალციხეში რუსთაველის 124-ში კინოკლუბის შენობის დანგრევა და მის ადგილას ახლის აშენება იგეგმება – ტენდერი ორ ეტაპად უკვე გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით კინოთეატრის მშენებლობა 1 წელზე მეტხანს გაგრძელდება. კერძოდ, პირველ ეტაპზე ყოფილი საბჭოთა მესაზღვრეებისთვის აშენებული კინოთეატრის დემონტაჟი 65 ათას ლარად იგეგმება, ვინაიდან მერია აცხადებს, რომ შენობა ავარიულია. მეორე სახელმწიფო შესყიდვა კინოკლუბისა და მედიათეკის მშენებლობას ეხება, რისთვისაც…

Read More
სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საკითხი დღეს გამართულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა წარადგინა. „ბოლო წლებში სომხეთსა და ევროკავშირს საკმაოდ ინტენსიური და დინამიური ურთიერთობები აქვთ. ევროკავშირმა არაერთხელ გამოხატა ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა სომხეთში დემოკრატიისადმი. ვგულისხმობ ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის განლაგებას. ევროკავშირმა ასევე გამოხატა მზადყოფნა,…

Read More
დიმიტრი პესკოვი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე – სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი – ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრობა უბრალოდ შეუძლებელია

დიმიტრი პესკოვი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე – სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი – ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრობა უბრალოდ შეუძლებელია

ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრობას რეალური სარგებელი მოაქვს სომხეთისთვის, მაგრამ შეუძლებელია იყო ამ ასოციაციის და ევროკავშირის წევრი ერთდროულად, – ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი და ეს წევრობა ძალიან, ძალიან დადებით დივიდენდებს იძლევა სომხეთისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ამ ქვეყნის ხალხისთვის“, – განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, ახლა ძნელი სათქმელია, რას…

Read More
100 000ლარზე მეტი ახალციხის რაბათში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციისათვის

100 000ლარზე მეტი ახალციხის რაბათში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციისათვის

ახალციხის მერია რაბათში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციისთვის 100 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობების რეაბილიტაცია არასოდეს მომხდარა, რის გამოც დაზიანებულია ფასადი, სადარბაზოები, კიბეები და ეზო – მათი შეკეთება იგეგმება. შეთავაზებები მიიღება ორი დღის განმავლობაში. ცნობისთვის, რაბათს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ადგილობრივები ამბობენ, რომ…

Read More