
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები. „საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და გამოწვევებს. ხაზი გაესვა საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე…