სომხეთი აზერბაიჯანში სომხების ყალბი სასამართლო პროცესების შესახებ საერთაშორისო სასამართლოებში ახალ მტკიცებულებებს წარადგენს

სომხეთი აზერბაიჯანში სომხების ყალბი სასამართლო პროცესების შესახებ საერთაშორისო სასამართლოებში ახალ მტკიცებულებებს წარადგენს

სომხეთი აგრძელებს მუშაობას აზერბაიჯანში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების უფლებების დასაცავად. ამის შესახებ საერთაშორისო იურიდიული საკითხების წარმომადგენლის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში  ნათქვამია, რომ აზერბაიჯანში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. სახელმწიფო საჩივრები, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ასევე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში,…

Read More
მირზოიანმა და კალასმა სომხეთსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

მირზოიანმა და კალასმა სომხეთსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგის საკითხები განიხილეს

26 თებერვალს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასთან. მათ განიხილეს სომხეთსა და ევროკავშირს შორის აქტიური პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები. არარატ მირზოიანმა და კაია კალასმა ისაუბრეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის გაღრმავებისკენ მიმართულ მიმდინარე და მომავალ პროგრამებზე.

Read More
რთული ამინდის პირობების გამო ახალციხის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს

რთული ამინდის პირობების გამო ახალციხის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს

უამინდობის გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს, გარდა ქალაქის -ახალციხის, აწყურის და მინაძისა, – აცხადებენ ახალციხის მერიაში. ამავე წყაროს ცნობით, გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

Read More
ComCom-ი არაქართულენოვან სკოლებში მედიაწიგნიერების ინტეგრირების მიზნით მასწავლებლებს შეხვდა

ComCom-ი არაქართულენოვან სკოლებში მედიაწიგნიერების ინტეგრირების მიზნით მასწავლებლებს შეხვდა

კომუნიკაციების კომისიამ არაქართულენოვან სკოლებში მედიაწიგნიერების ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, კონსულტანტ მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლებიც ბოლნისის, ახალციხის, ახალქალაქის, გარდაბნის, წალკისა და მარნეულის არაქართულენოვან სკოლებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და საგნის ინტეგრირებას შეუწყობენ ხელს. შეხვედრა მედიაწიგნიერების სწავლების დამხმარე რესურსებისა და პრაქტიკული მეთოდების გაზიარებას ემსახურებოდა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ დახუნდარიძემ; განათლების, მეცნიერებისა და…

Read More
საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი ქვეყანის მასშტაბით რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდისათვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ინტენსიურად იწინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. „ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო…

Read More
ნიკოლ ფაშინიანმა ევროკავშირი-სომხეთის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის დელეგაცია მიიღო

ნიკოლ ფაშინიანმა ევროკავშირი-სომხეთის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის დელეგაცია მიიღო

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო დელეგაცია ევროკავშირ-სომხეთის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის თანათავმჯდომარე ნილს უშაკოვსის ხელმძღვანელობით. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხეთ-ევროკავშირის აქტიური დიალოგისა და ურთიერთობების თანმიმდევრული განვითარების მნიშვნელობას და სხვადასხვა დონეზე ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ანტონიო კოსტასთან მიუნხენში გამართული შეხვედრა შეაფასა, როგორც სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და სომხეთში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის საკითხების ეფექტური განხილვა რეგიონული…

Read More
საქართველოში მოქმედი ყველა კანონიდან ტერმინებს „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ ამოიღებენ – „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს კი „ქალისა და მამაკაცის თანასწორების შესახებ“ კანონი დაერქმევა

საქართველოში მოქმედი ყველა კანონიდან ტერმინებს „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ ამოიღებენ – „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს კი „ქალისა და მამაკაცის თანასწორების შესახებ“ კანონი დაერქმევა

საქართველოში მოქმედი ყველა კანონიდან ტერმინი „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“ ამოდის. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს კი სახელწოდება ეცვლება და მას „ქალისა და მამაკაცის თანასწორების შესახებ“ კანონი დაერქმევა. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატებმა დააინიცირეს. პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, კანონებში არსებული ჩანაწერი “გენდერული საკითხები“ შეიცვლება ჩანაწერით – “ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“, ტერმინი “გენდერის ნიშნის…

Read More
ჯანდაცვის სამინისტრომ, ქიმიო/ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა

ჯანდაცვის სამინისტრომ, ქიმიო/ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა

ჯანდაცვის სამინისტრომ, ექიმი-ონკოლოგებისა და სამედიცინო დაწესებულებების ჩართულობით, ქიმიო/ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულება ონკოთერაპიისთვის საჭირო გამოკვლევებს თავად ადგენდა, ასევე ხშირ შემთხვევაში კვლევის ტარიფები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, განსხვავებული იყო. ინფორმაციის მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით მოიხსნა ე.წ. სატარიფო არეალის…

Read More
25 თებერვლის ჩათვლით, საქართველოში თოვლიანი ამინდი იქნება

25 თებერვლის ჩათვლით, საქართველოში თოვლიანი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი. სინოპტიკოსების პროგნოზით, სანაპირო რაიონებში შესაძლოა, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი დაფიქსირდეს, ხოლო ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი. „23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე…

Read More
ახალქალაქში მომავლის სახლში ჰოვჰანნეს თუმანიანის 156 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო

ახალქალაქში მომავლის სახლში ჰოვჰანნეს თუმანიანის 156 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო

ახალქალაქში მომავლის სახლში ჰოვჰანნეს თუმანიანის 156 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა . ღონისძიება განახორციელა მომავლის სახლის სომხური ენის ჯგუფის მოსწავლეებმა პედაგოგ ნანული ჰუნანიანის ხელმძღვანელობით. ბავშვებმა სტუმრებს წარუდგინეს თუმანიანის ბიოგრაფია, მოღვაწეობ, ზღაპარი „უსაქმური ჰური“ და ლექსები. ღონისძიების დასასრულს მონაწილეები  მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

Read More
ახალქალაქი-ასპინძის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ახალქალაქი-ასპინძის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

დღეს, 19 თებერვალს, ახალქალაქი-ასპინძის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „ოპელი“ ფირმის  და „ჰუმანა“ ორგანიზაციის მანქანები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ერთი დაშავებული მოქალაქე ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა დაახლოებით 13:30 საათზე მოხდა.

Read More
ახალქალაქში, სოფელ არაგვაში სათხილამურო ჩემპიონატი გაიმართა

ახალქალაქში, სოფელ არაგვაში სათხილამურო ჩემპიონატი გაიმართა

ახალქალაქში, სოფელ არაგვაში სათხილამურო ჩემპიონატი გაიმართა. კონკურსი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და დაფინანსებით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ როგორც ვაჟთა, ასევე გოგონების ჯგუფები. პირველ და მეორე ადგილზე გასულები საჩუქრებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ, მესამე ადგილზე გასულები კი მხოლოდ მედლებითა და სიგელებით.

Read More
სომეხთა ეკლესია მირქმას ზეიმობს

სომეხთა ეკლესია მირქმას ზეიმობს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს მირქმას ულოცავს. ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს. „დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ საუფლო ქრისტიანულ დღესასწაულს, მირქმას აღნიშნავს, როცა იესო იერუსალიმის ტაძრად მიიყვანეს, სადაც იგი წინასწარმეტყველმა სვიმეონ მართალმა იხილა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას…

Read More
სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი მიიღო

სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი მიიღო

სომხეთის პარლამენტმა სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 7 იყო. მისი ინიციატორია სამოქალაქო ინიციატივა „დემოკრატიული ძალების პლატფორმა“, რომელმაც 2 თვეში 60 ათასი ხელმოწერის შეგროვება მოახერხა. ეს ხელმოწერები აუცილებელი იყო იმისთვის, რომ კანონპროექტი ეროვნულ ასამბლეას განსახილველად წარდგენოდა….

Read More
მიმდინარე სეზონზე, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

მიმდინარე სეზონზე, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

მიმდინარე სეზონზე, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ  განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა იმნაძემ. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. შემთხვევა 2 კვირის წინ მოხდა. “გრიპის სეზონი გრძელდება და აცრა ყველგან არის შესაძლებელი”,- აღნიშნა იმნაძემ. ინფორმაციისთვის, მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. გრიპის შემთხვევების…

Read More
ახალქალაქში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

ახალქალაქში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

ახალქალაქში მშენებარე ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. საბავშვო ბაღი მდებარეობს ყოფილი სკოლა-ინტერნატის მიმდებარე ტერიტორიაზე. ახალ საბავშვო ბაღს აქვს ბავშვებისთვის ყველა თანამედროვე პირობები, დიდი სათამაშო მოედანი და თანამედროვე გათბობის სისტემა. საბავშვო ბაღი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით შენდება.

Read More
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განმარტებით, კომიტეტის სამოქმედო გეგმა 5 ძირითადი სტრატეგიული მიზნისაგან შედგება, მოიცავს კონკრეტულ აქტივობებს და ფარავს კომიტეტის საქმიანობის საკანონმდებლო, საზედამხედველო, საპარლამენტო დიპლომატიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებებს. ლევან მახაშვილის განცხადებით, 2025 წელს კომიტეტი მნიშვნელოვან დროს დაუთმობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას და ასოცირების…

Read More
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პარიზში ხელოვნური ინტელექტის მოქმედების სამიტის პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პარიზში ხელოვნური ინტელექტის მოქმედების სამიტის პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პარიზში ხელოვნური ინტელექტის მოქმედების სამიტის პლენარულ სხდომას დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო და რამდენიმე სხვა ქვეყნის ლიდერები და მთავრობის მეთაურები სამიტის მონაწილეთა…

Read More
ახალქალაქში  გავრცელებულია ვირუსული დაავადებები

ახალქალაქში გავრცელებულია ვირუსული დაავადებები

ბოლო დროს ახალქალაქში ვირუსული დაავადებები იმატა, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა შორის. თუმცა, ახალქალაქის ჯანმრთელობის ცენტრში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ყივანახველა, რომლისთვისაც ცალკე ვაქცინაცია არ არსებობს. არსებობს სამი გავრცელებული დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა, მათ შორის ასევე არის ყივანახველა. გრიპის საწინააღმდეგო აცრა კეთდება სოფლებშიც და ახალქალაქის ჯანმრთელობის ცენტრშიც ტარდება.  

Read More
ნიკოლ ფაშინიანი – თეზისები იმის შესახებ, რომ სომხეთი აზერბაიჯანზე თავდასხმას აპირებს, უბრალოდ გამოგონილია – სომხეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეები სწორედ აზერბაიჯანში გენერირდება

ნიკოლ ფაშინიანი – თეზისები იმის შესახებ, რომ სომხეთი აზერბაიჯანზე თავდასხმას აპირებს, უბრალოდ გამოგონილია – სომხეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეები სწორედ აზერბაიჯანში გენერირდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოფიციალური რიტორიკა სულ უფრო მეტად არის ორიენტირებული თეზისზე, რომ სომხეთის რესპუბლიკა ახორციელებს შეიარაღებას, ემზადება აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის და შესაბამისად, აზერბაიჯანს აქვს უფლება დაიცვას თავი და მიიღოს პრევენციული ზომები. „თუ აზერბაიჯანული რიტორიკის ამ თეზისებს უფრო კომპაქტურად და მარტივად განვიხილავთ, მაშინ ყველაფერი შემდეგამდე დადის: სომხეთი ემზადება აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის, ამიტომ უკეთესი იქნება, რომ…

Read More
ირაკლი კობახიძე-საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში 2030 წლისთვის მიღწევადია

ირაკლი კობახიძე-საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში 2030 წლისთვის მიღწევადია

,,საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში 2030 წლისთვის მიღწევადია. ბურთი ბრიუსელის მოედანზეა, კავშირს მეტი მოქნილობა სჭირდება ახალი წევრების მიმართ. ჩვენი ურთიერთობების დღევანდელი მდგომარეობა ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირთან ჯანსაღი ურთიერთობებით, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამის მიზეზი არის არა ქართული პოლიტიკა, არამედ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ასე რომ, თუ ეს პოლიტიკა…

Read More
მთავრობა „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს“ შექმნას გეგმავს, რომელიც გრანტებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გასცემს

მთავრობა „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს“ შექმნას გეგმავს, რომელიც გრანტებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გასცემს

მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს“ შექმნას გეგმავს, რომელიც გრანტებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გასცემს. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ. პროექტი მთავრობამ მოამზადა. მთავრობის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო საბიუჯეტო სახსრებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შერჩეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე გასცემს. პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში სამოქალაქო ინიციატივების…

Read More
ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონულ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის სოციალურ ქსელში ნიკოლ ფაშინიანიც წერს და აცხადებს, რომ ჯეი დი ვენსთან „კარგი საუბარი“ ჰქონდა. „გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მქონდა აშშ-ის…

Read More
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და დემარკაციის პროცესი ახალი ნაბიჯია მშვიდობის გზაზე. მეჰდი სობჰანი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და დემარკაციის პროცესი ახალი ნაბიჯია მშვიდობის გზაზე. მეჰდი სობჰანი

ირანს მიაჩნია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესი ახალი ნაბიჯია და ამ პროცესის საფუძვლად ალმა-ატას დეკლარაცია და საერთაშორისო რეგულაციები იქნა მიღებული დემარკაციის პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო რეგულაციების და ალმა-ატას დეკლარაციის შესაბამისად, ეს ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფას. ,, საზღვარი სომხეთსა და ირანს შორის ძალიან მკაფიოა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები საერთაშორისოდ…

Read More
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ივნისიდან ლიონის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ივნისიდან ლიონის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ქუთაისსა და ლიონს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 3 ივნისიდან დაიწყება.   აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, ახალი პირდაპირი მიმართულებით რეისები ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ორი სიხშირით (სამშაბათი, შაბათი) შესრულდება.   გადაწყვეტილება ამის შესახებ, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანია Wizz…

Read More
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყლით „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციის შესახებ მოკვლევა დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყლით „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციის შესახებ მოკვლევა დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყლით „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციის შესახებ მოკვლევა დაიწყო. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება. „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება ბავშვის სავარაუდო წყლით – „ბაკურიანი ციდა“ ინტოქსიკაციის შესახებ. ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ…

Read More
როგორია ახალციხის ერთ-ერთი ტურისტული ადგილის ინფრასტრუქტურა?

როგორია ახალციხის ერთ-ერთი ტურისტული ადგილის ინფრასტრუქტურა?

ახალციხის რაბათის  ციხე, რომელიც უკვე 14 წელია ახალციხის სავიზიტო ბარათია,  განახლებული შესასვლელი საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 ლარია, უცხოელებისათვის კი 20 ლარი. თუმცა ამ სტატიაში ამ ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისკენ მიმავალ დაზიანებულ გზაზე მოგიყვებით. ახალციხის ციხემდე მისვლამდე ხიდის ქვეშ გაივლით და  რაბათის დასახლებაში შეხვალთ. ხიდთან დაზიანებული გზა რამდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაშია. ახალციხის ციხესთან მიმავალი გზაზე ნახავთ…

Read More
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, აშშ-ში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი 3-დან 7 თებერვლამდე გაგრძელდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში, რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, დაგეგმილია სხვა შეხვედრებიც.

Read More
პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა

პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა

პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა. ოქროჯანაშვილი გასულ წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, ასევე მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ. პარლამენტის აპარატის უფროსი ქეთევან კვინიკაძე იყო. კვინიკაძე საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გახდა.

Read More