დღეს, 19 ივლისს, ახალციხეში ახალმა ავტობუსებმა სოფლების მიმართულებით მოძრაობა დაიწყეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება აწყურის, კლდის, მინაძის, მეორე შეხტის და ქალაქ ვალის მოსახლეობას.
ავტობუსებზე დამონტაჟებულია გადახდის მოწყობილობები. სოფლების მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 1 ლარი იქნება, ხოლო მეორე შახტაში და სოფელ მინაძემდე – 50 თეთრი. მგზავრობის საფასურის გადახდა მოქალაქეებს თიბისი ბანკის ბარათით შეეძლებათ. ქალაქის ირგვლივ მოძრაობის ღირებულება 0,50 თეთრია. სტუდენტები 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
ახალციხის მერიის ინფორმაციით, ახალციხის მერიის სოციალური პროგრამების ბენეფიციარები სტუდენტები უფასოდ იმოგზაურებენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ 18 ავტობუსი მუნიციპალიტეტს 6 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. ისინი თებერვალში ჩამოიყვანეს, თუმცა მუნიციპალიტეტის სოფლებში მათ „მომზადებას“ თითქმის 6 თვე დასჭირდა.