ახალქალაქში, ერთი პირის სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია 2 უკანონო ლულა და 96 ვაზნა, ერთი პირი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება შსს.
ამავე წყაროს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად იარაღის უკანონო ჩამორთმევის შედეგად 9 პირი დააკავეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით.