ახალციხის მერია რაბათში საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციისთვის 100 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობების რეაბილიტაცია არასოდეს მომხდარა, რის გამოც დაზიანებულია ფასადი, სადარბაზოები, კიბეები და ეზო – მათი შეკეთება იგეგმება. შეთავაზებები მიიღება ორი დღის განმავლობაში.
ცნობისთვის, რაბათს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლების გარემონტებისთვის, შეღებვისთვის და დაზიანებული ნაწილის შესაკეთებლად საჭიროა კულტურის სამინისტროდან ნებართვის აღება, რაც დროსა და გაზრდილ ხარჯებთან არის დაკავშირებული.